კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -
Google search engine

ტაძარი ღრუბლებზე მაღლა, საიდანაც საქართველოს მშვიდობისთვის გერგეტის სამების საძმო ლოცულობს.

0

თუ გერგეტის სამების მონასტერში ჯერ არ ყოფილხარ, გადადე ყველა საქმე და აუცილებლად ესტუმრე, მოილოცე და ეზიარე ამქვეყნიურ სამოთხეს.

არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შესაძლოა გადმოსცე ის, რასაც აღიქვამს თვალი – ზეციდან დანახულ საქართველოს.

ეს არის ტაძარი ღრუბლებზე მაღლა. თბილისიდან 4 საათის სავალზე ყოველდღიურად ჩვენთვის და საქართველოს მშვიდობისთვის ლოცულობს გერგეტის სამების საძმო. ლოცვა ამ ადგილას ოთხი ათეული წელია არ შეწყვეტილა.

გერგეტის სამებაში წირვა-ლოცვა 1981 წლის 16 ივლისს განაახლა უწმინდესმა ილია მეორემ.

მაშინ კათოლიკოსმა თქვა, რომ პირველად იგრძნო ღმერთთან ასეთი სიახლოვე და შესაბამისად დააარსა ღვთაებრივი სიყვარულის დღე, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება.

ვარლამ წიკლაური სტუმრობდა გერგეტის სამებას.

სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები

0

სხალთის კომპლექსი თავდაპირველი და შედარებით სრულყოფილი სახით დაცული ძეგლია აჭარაში.
სხალთის დიდი დარბაზული ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში.

სხალთა, — XII საუკუნის ეკლესია აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, მდინარე სხალთის (ხიხანის) ხეობაში, სხალთის ეპარქიის ცენტრი.

სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება

0

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში:

საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება;

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ;

სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება.

ტაქსის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო გახდა ლიცენზიის აღება, თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. ლიცენზია დაიყო A და B კატეგორიებად: თეთრი მანქანებით მგზავრების აყვანა შესაძლებელია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, B კატეგორიის ლიცენზიის მძღოლები კი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ემსახურებიან მგზავრებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ვიდეო: ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი

0
ბოდბე
paata.ge photography

ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი

ტაძარი IV საუკუნეში აშენდა, წმ. ნინოს საფლავზე, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა. წმ. ნინოს მონასტერი მე-9 საუკუნეში აშენდა. ბოდბის მონასტერი საქართველოს მეფეების მიერ მრავალჯერ აღდგა. ახლა მონასტერი ფუნქციონირებს, როგორც დედათა მონასტერი. ბოდბეში ადვილად შეიძლება მოხვდეთ სიღნაღიდან. მონასტრის ტერიტორიაზე წმ. ნინოს წყაროა, რომელსაც ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით განკურნების ძალა აქვს. ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.

paata.ge photography

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სიახლე მგზავრებს! – ნახეთ, დეტალები

0
საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
#image_title

დღეიდან, 11 თებერვლიდან, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით, 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის, 2 საათით შემცირდება.

„მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00

ოზურგეთში ჩასვლა – 16:18

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40

თბილისში ჩასვლა – 16:00

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge.

მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:

ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.

რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი.

დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, – ნათქვამია განცხადებაში.

3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

0

2024 წელი3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები. აღნიშნულ დროებით მარშრუტებზე, ავტობუსები მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე დეტალური ინფორმაცია განთავსდება მერიის ვებგვერდზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია); N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან; N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი); N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გამოიყენებენ უკვე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა – 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა

0

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად, გაფართოვდა საიმიგრაციო ზონა, სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა – 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა.

შესრულებულ სამუშაოებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორ გივი დავითაშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, გაფართოვდება გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი, ასევე მოეწყობა სწრაფი დერეფანი, ე.წ Fast Track, რაც სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებს საშუალებას მისცემს, საჭირო პროცედურები რიგში დგომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ.

„უახლოეს მომავალში დაემატება მე-13 სასაზღვრო ჯიხური, რომელიც სწრაფი დერეფნის – ე.წ Fast Track-ის მგზავრებს მოემსახურება. სწრაფი გასასვლელი სიახლეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რაც დამატებით კომფორტი იქნება მგზავრებისთვის. პროექტში 2 მილიონ 200 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. გვაქვს სამომავლო გეგმები, ვაგრძელებთ პროექტებს და უახლოეს მომავალში ვაპირებთ მოფრენის ტერმინალის გაფართოებას“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

მენჯის ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე

0
#image_title

მენჯის ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა -ალექსი ბერის (შუშანია) მიერ 1908 წელს, უხსოვარ დროში არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამ სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნენი.

სწამდათ, რომ აქ განსაკუთრებული ღვთის მადლი ტრიალებდა. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი. ღირსი მამა ალექსი დაიბადა 1851 წლის 23 სექტემბერს (ძვ. სტილით) სოფელ ნოქალაქევში ღვთისმორწმუნე მშობელთა ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ოჯახში.
მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ჭაბუკი გაემგზავრა ქ. სტამბოლში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა მისი ბიძა ისლამ შუშანია. აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის ცნობიერებაში. სასწაულებრივი ხილვის შემდეგ, სარწმუნეობრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა იგი სამშობლოში. ოჯახს ბერად შემდგომის ზრახვა გამოუცხადა. ერთხანს სალოსურ ცხოვრებასაც ეწეოდა, დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს.
მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო. მისი გავლენით მონაზვნად შედგა მთელი ოჯახი: ძმა, დები და დედა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასმულია 1881 წელს. 1992 წლის ივნისში, ღვთაებრივი გამოცხადებების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ალექსი ბერი დაემკვიდრა მთავარანგელოზთა კუნძულზე, როგორც უწოდებდნენ იმ ადგილს. ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები მოაშენა და მოაწყო საძირკვლად. ცხოვრობდა პირადი შრომით. შემდგომ დაიწყო ახალი ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. 1898 წლიდან იგი სრულიად ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვარაობით. დროს ლოცვასა და სამწერლობოო მუშაობაში ატარებდა. განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა. 1903 წელს ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში შეხვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდი პატივისცემით მოსილი ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია, არ მოხდებაო.
ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შრომით, რუდუნებით, განსაცდელითა და გმირული დათმენით შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა – ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარმი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა).

ხალხი ფოტოების ნახვის შემდეგ გაოგნებული დარჩა – ასტრონომებმა სამყაროს რუკის პირველ ფოტოები გამოაქვეყნეს

0
ასტრონომებმა სამყაროს რუკის პირველ ფოტოები გამოაქვეყნეს
#image_title

ასტრონომებმა სამყაროს რუკის პირველ ფოტოები გამოაქვეყნეს. ხალხი ფოტოების ნახვის შემდეგ გაოგნებული დარჩა. გამოქვეყნებული ფოტოები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ წარმოიქმნება გალაქტიკები და როგორ აღიქვმებიან ისინი სივრცეში. ამ ფოტოების წყალობით, შეგვიძლია ვიზუალური წარმოდგენა შევქმნათ ჩვენს სამყაროზე, რაც ახალ inzichten-ს სთავაზობს ასტრონომიას.

2023 წელს, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ევკლიდეს ტელესკოპმა გადაიღო ფოტოები.

იმისდა მიუხედავად, რომ მთლიანი რუკის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოქვეყნდა, სურათები ვიზუალურად განსაცვიფრებელია.

საიდუმლოებები და შესაძლებლობები

სამყაროს რუკის ეს ფოტოები არა მხოლოდ სამეცნიერო ინტერესს აღძრავს, არამედ ასევე ჩნდება კითხვები: რა უფრო ღრმაა სამყაროში? როგორა სამყაროს სიღრმეები?

დასკვნა

ასტრონომების მიერ გამოქვეყნებული სამყაროს რუკის პირველი ფოტოები არის სამეცნიერო აღმოჩენა, რომელიც კიდევ უფრო მტკიცედ ადასტურებს, რომ ჩვენს სამყაროში მრავალი საიდუმლო და საინტერესო დეტალია.

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათებს:

სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში

0
ახალი აბასთუმანი-New Abastumani გთავაზობთ ულამაზეს კოტეჯებს

ახალი აბასთუმანი-New Abastumani გთავაზობთ ულამაზეს კოტეჯებს სრული კომფორტით.

სუფთა ჰაერი და სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში.

ჩვენთან დაგხვდებათ მყუდრო და მშვიდი გარემო მთის ხედებითა და სუფთა ჰაერით. შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც ორმა ადამიანმა, აგრეთვე მთელმა ოჯახმა ან მეგობრებმა. კოტეჯები აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ტექნიკით, აქვს შიდა სამზარეულო, სასადილო, აგრეთვე გასაშლელი დივნები, ვერანდაზეც მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე.
მომსახურებაში შედის გარე აუზი, დიდი ეზო სადაც დაგხვდებათ ჰამაკები და ყველაფერი რაც საჭიროა თქვენი კომფორტისთვის. აგრეთვე სასტუმროს ტერიტორიაზე დაგხვდებათ კაფე-რესტორანი, რომელიც უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებთ.
ჩვენთან ყველაფერია, რაც გჭირდებათ თქვენი შვებულების იდეალურად გატარებისთვის.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.