კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -
Google search engine

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

0
#image_title

თბილისის ისტორიაში თითქმის ყველა ეპიზოდი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების ამბავი.

💥 როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

მთა­ვარ ქუ­ჩას წყნე­თის გზა წარ­მო­ად­გენ­და და მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყნე­თის ქუ­ჩაც ეწო­და, იგი და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან იწყე­ბო­და და წყნე­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუჩა 1867 წელს უკვე არ­სე­ბობ­და, XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუჩა და­ერ­ქვა და ამ სა­ხე­ლით არის და­ტა­ნი­ლი იმ დროს შედ­გე­ნილ თბი­ლი­სის გეგ­მებ­სა და რუ­კებ­ზე, ხოლო 1935 წელს ის ნიკო მა­რის ქუჩა გახ­და, 1950-იან წლებ­ში ცოტა ხანს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და, ხოლო 1957 წლი­დან მას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს, და­ბა­დე­ბი­დან 129 წლი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 50 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.
თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ვაკე, დე­და­ქა­ლაქს 1906 წლის იან­ვრი­დან შე­მო­უ­ერ­თდა. ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა კი XX ს. 20-იან წლებ­ში და­ი­წყო.
სახელწოდება გაჩნდა XIX საუკუნეში, ნიშნავს დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია.
თბილისის 1906 წ. გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი). შემდეგ გიმნაზიიდან მოშორებით აშენდა სასულიერო სემინარია ( ყოფ. მე-9 საავადმყოფო ), ხოლო ტერიტორია, რომელიც შემდგომში თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტს (მოგვიანებით, სპორტის აკადემია) ეკავა, კადეტთა კორპუსისათვის გამოიყო.
დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წ. ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად იგი ფართო ქუჩით გავიდა გმირთა მოედანზე, 1958 წ. კი გაყვანილ იქნა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).
არქივებში ინახება სა­გა­ზე­თო წე­რილ­ი,სადაც ვა­კე­ლე­ბის თხოვ­ნაა აღ­წე­რი­ლი. 1910 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში, ვა­კე­ლე­ბი ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.წინააღმდეგ შემთხვევაში წერდნენ რომ ისინი თბილისს გამოეყოფოდნენ. როგორც ჩანს, გამგეობამ შეასრულა მოთხოვნები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა და მისი არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი
ვაკელების თხოვნა მათი უბნის თბილისთან შეერთების შესახებ
ვაკის პარკი, სადაც ხეები ახალი დარგულია
1905 წელს აშენებული სასულიერო სემინარიის შენობა, რომელიც მერე მეცხრე საავადმყოფოდ გადაკეთდა
თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი
სასულიერო სემინარიის შენობა
სასულიერო სემინარია
თსუ
თსუ

წყარო: თბილისური სახლების ისტორია

#drpkhakadze #აქხარისხია

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ

0
მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
ფოტო: AP

დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.

მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს – ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.

„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება – დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, – განაცხადა რაინჰარდმა.

ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.

კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, კაცობრიობას ერთი მილიარდი წელი აქვს.

დაგხვდებათ ულამაზესი გარემო, ყვავილების ნაირფეროვნება – ნიკა წულუკიძის წარმატებული აგრობიზნესი

0
პანდემიის პერიოდში შექმნილი, კიდევ ერთი წარმატებული აგრობიზნესი.
ფერმერი ნიკა წულუკიძე 27 წლის არის.
ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში .
აქვს საოცარი ვარდების სასათბურე მეურნეობა.
ნიკა წულუკიძემ ყვავილების საკუთარი მაღაზია გახსნა ბათუმში, სადაც დაგხვდებათ ულამაზესი გარემო, ყვავილების ნაირფეროვნება – ა&ლ ფლორა შენთვის – A&L Flora For You ნიკა წულუკიძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

0
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
#image_title

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.

ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია ათამდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია. გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქალაქ რიმინის გამოფენაზე TTG Rimini 2024 წარდგენილია, იტალიაში. ჩვენთან ერთად 10 ქართული ტურისტული კომპანიაა, რომელიც პარტნიორ უცხოურ კომპანიებს აცნობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ჩვენ გვაქვს შეხვედრები მარკეტინგულ კომპანიებთან, ვცდილობთ ურთიერთობები დავამყაროთ ახალი პლატფორმების წარმომადგენლებთან, რომ იტალიაში საქართველოს ცნობადობა გავზარდოთ. როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყნები სტრატეგიული ბაზარია, შესაბამისად, მსგავსი გამოფენები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის“,- აცხადებს მაია ომიაძე.

TTG Rimini 2024-ის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები წამყვან ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების შექმნის, ტურების ორგანიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

„ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია მუდმივად მონაწილეობდა. წელს ძალიან მადლობლები ვართ, რომ მოხერხდა საერთო სტენდით წარდგენა, რაც უდავოდ იმოქმედებს დადებითად ცნობადობის გაზრდაზე. პანდემიის შემდეგ პერიოდში, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები ნელ-ნელა უბრუნდება 2019 წლის ნიშნულს. დიდი იმედი გვაქვს, 2025 წელი გარდამტეხი იქნება და არა თუ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდებით, არამედ გავცდებით კიდეც. ძალიან სასიხარულოა, რომ დამატებით ფრენები ინიშნება იტალიიდან, რაც უდავოდ წაადგება და ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას იტალიიდან საქართველოში“,- ამბობს ტურისტული კომპანია ომნეს ტურის წარმომადგენელი ირაკლი კაბულაშვილი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

თუშეთის ეროვნული პარკი – გაშლილი მთები და იალაღები

0

კავკასიონის მთებში მიკარგული თუშეთი ჩვენი ქვეყნის ერთერთი უდიდესი სიმდიდრეა. იდუმალებით მოცული  ეს მხარე საქართველოს ყველა სხვა კუთხისაგან განსხვავებულია და მისი მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა აჯადოვებს აქ ჩამოსულ ადამიანებს.

თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.

გაშლილი მთები და იალაღები ფრინველების საუკეთესო საარსებო გარემოა. აქ ხშირად შენიშნავთ ქორს, მიმინოს, ბატკანძერას, არწივს და სხვადასხვა სახეობის მტაცებელ თუ მგალობელ ფრინველებს.

თუშების კულტურა განსაკუთრებულია. მათ მთავარ საქმიანობას ოდითგანვე წარმოადგენდა მთა-ბარული მეცხვარეობა და დღესაც აქტიურად მისდევენ მას. თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარე ნაგაზი, თუშური ყველი, თუშური ფარდაგი, თუშური თექა, თუშური ქუდი და სხვა ქმნიან თუშეთის ერთიან კულტურულ-ესთეტიკურ სივრცეს. ცხვრის მატყლის დამუშავებასა და ქსოვას დიდი ადგილი უჭირავს თუში ქალის ცხოვრებაში.  მწყემსების მიერ თაობიდან თაობაში გადაეცემა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის, იგივე გუდის ყველის, დამზადების ტექნოლოგია. ადგილობრივ დღესასწაულებზე ხშირად იმართება შეჯიბრებები მშვილდოსნობასა და ცხენოსნობაში, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღონ.

აღსანიშნავია ფიჭვის ყვავილობა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით თუშეთისთვის უდიდესი პოტენციალია. ფიჭვის ყვავილობა მაისის ბოლო რიცხვებიდან იწყება და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დასვენებასთან ერთად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით

0
აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით
#image_title

დაბა აბასთუმანი: საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი –  შესანიშნავი ადგილი ყველასთვის, ვისაც სურს რომ ისარგებლოს ბუნების სილამაზით და სამთო-ბალნეოლოგიური წყაროების ჯადოსნური ძალით. მისი უნიკალური ლოკაცია, მდიდარი ბუნება და ჯანმრთელობის სასარგებლო თვისებები  ტურისტებს ძალიან მოსწონთ. წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

კურორტი ცნობილია თავისი სამთო წყაროებით, გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია. საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. იგი განლაგებულია მესხეთის ქედის სამხრეთითა და ფერსათის მთის აღმოსავლეთით (.. 1275-1340 .) სიმაღლეზე.

წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფიჭვი დამტვერვას იწყებს. დღეს აბასთუმნის ტყეში ხეებზე დამაგრებული ამ ფერომონების საშუალებით მავნე მწერებს ებრძვიან.

აბასთუმნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ასტროფიზიკური ობსერვატორიაა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობილზე. ზ. დ. 1650 მეტრზე, აბასთუმნიდან 8 კმ-ში. დაარსდა 1932 წელს პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით. ის ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო

ობსერვატორია 1932 წლიდან ფუნქციონირებს და ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო. აქ გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, მზის ფიზიკას, მზის სისტემის მცირე სხეულებსა და დედამიწის ზედა ატმოსფეროს იკვლევენ. ობსერვატორიაში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან აქ განთავსებულია პატარა მუზეუმი და, რაც მთავარია, შესაძლებლობა გაქვს, ტელესკოპით მთვარეს, სატურნსა და სხვა ციურ სხეულებს დააკვირდე.

აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული.

ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

კურორტი აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშვალებაა ფილტვებისთვის. ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამიტომაა აბასთუმანში დასვენება ესეთი მოთხოვნადი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ვისაც  სუსტი ფილტვები აქვთ. იმის შიში რომ აქ დასვენების დროს ვინმეს გადაედება ფილტვების დავადება არის აფსურდი, რადგან ყველაზე ნაკლები საფრთხე აქ არის ამ დავადების გადადების, გამომდინარე იქიდან რომ ჰაერი აქ შეიცავს დიდი რაოდენობით იზონიაზიდს რაც კლავს ბაქტერიებს.

აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

მკურნალობის ჩვენებებია:

  • რევმატიული დაავადებების მკურნალობა.
  • გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა.
  • დერმატული დაავადებების მკურნალობა.
  • ნერვული დაავადებების მკურნალობა.
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის მკურნალობა.
  • ქრონიკული წყლულების მკურნალობა.
  • ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები.
  • ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები.
  • ქრონიკული ბრონქიტი.
  • ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.
  • ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები
  • ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები
  •  ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.

აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება

ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C

აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.

აბასთუმნის მიდამოებში არსებობდა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს აუშენებია. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის – აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია.

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 მთის კლიმატი – ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.

 

მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან კონტრაქტი სამინისტროს კლინიკების დიდმა ნაწილმა წარუდგინა – „მიმდინარეობს შესაბამისი დამუშავება…“

0

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ დრო კლინიკებს იმისთვის, რომ მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წარედგინათ, რითაც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას.

„2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ კლინიკებს ვალდებულება კონტრაქტის გაფორმების, 2024 წლის ბოლომდე აქვთ აკრედიტაციის ვალდებულება. კლინიკების დიდ ნაწილს უკვე წარმოდგენილი აქვს, მიმდინარეობს შესაბამისი დამუშავება და დაახლოებით ერთ კვირის პერიოდში ზუსტად გვექნება ინფორმაცია, რამდენმა კლინიკამ წარმოადგინა ასეთი კონტრაქტი. ეს იმიტომ, რომ ეტაპობრივად შემოდიოდა განაცხადები და საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა გასაანალიზებელი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.

საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი რამდენიმე კლინიკა უკვე ფლობს საერთაშორისო აკრედიტაციას.

ამ მოხატული დარბაზის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა ჩვენი საგანძურია! ლეგენდარული კაფე “ქიმერიონი”

0
#image_title

ამ მოხატული დარბაზის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა ჩვენი საგანძურია! ლეგენდარული კაფე “ქიმერიონი”.

გინდათ, აღმოაჩინოთ საიდუმლო და ისტორიული გალერეა თბილისში, მაშინ არასწორი  გზით მიდიხართ, აქ წამოდით!

რუსთაველის თეატრის სარდაფში არის გალერეა, რომელიც რუსთაველის თეატრის გარდერობის ფოიეში მდებარეობს. 100 წელზე მეტი ხნის წინ თბილისის ყველაზე გამოჩენილ ხელოვანთა თავშეყრის ცენტრი იყო კაფე “ქიმერიონი”, ადგლი, რომელიც მწერლებს, პოეტებს, მხატვრებსა და ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადების წევრებს მოუყარა თავი.

1919 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა, ხელოვანთა კლუბის ამ სივრცისთვის ეს მოზრდილი ადგილი მაშინდელმა ქალაქის თავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამოყო, ხოლო სახელი „ქიმერიონი” კაფეს ვალერიან გაფრინდაშვილის, ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით დაერქვა.

კაფეს საქართველოს სიმბოლისტები პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე ხელმძღვანელობდნენ. თბილისში იმხანად იმყოფებოდა პეტერბურგის არტისტული კაფეების მომხატავი ცნობილი რუსი ხელოვანი სერგეი სუდეიკინი. სწორედ მას სთხოვეს  სივრცის გალამაზება ცისფერრყანწელებმა. მას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კილე ზდანევიჩი, მოსე და ირაკლი თოიძეები, ხოლო ჭერის მოხატვა ალექსანდრე ზალცმანმა ითავა.

ამ სივრცის ბოძებზე შემორჩენილი ფრესკები სუდეიკინის შექმნილია. დავით კაკაბაძის მუზასაც მოკრავთ აქ თვალს, ხოლო ლადო გუდიაშვილის შესრულებული სტეპკოს დუქანი ქიმერიონში ჩასასვლელ კიბესთან შემოგეგებებოდათ.

ეს უზარმაზარი ადგილი რამდენიმე სივრცედ იყოფობდა, რაც მოიცავდა უშუალოდ კაფეს, პერფომანსების დარბაზსა და სცენას. მცირე ოთახებში კი ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. არტისტულმა სივრცემ 1922 წლამდე იარსება, საბჭოთა ბოლშევიკებმა მსგავსი ადგილები აკრძალეს, ხოლო 1937 წელს ტიციანისა და პაოლოს დახვრეტის შემდეგ ქიმერიონის კედლები გადაღებეს. მხოლოდ მოგვიანებით ჩატარებული რესტავრაციიისას აღამოაჩინეს ის, რაც ჩვენი საგანძურისგან შემორჩა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

0
საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
#image_title

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მგზავრებო!

2025 წლის 8 თებერვლიდან დანიშნული (და მომდევნო რიცხვების) თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№870/869) მატარებლის ბილეთების ონლაინ რეჟიმში შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: gr.com.ge

აღნიშნულ მისამართზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (№874/873) მატარებლის ბილეთები”.

„არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – ზურაბ აზარაშვილი

0

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ყველა ოჯახს, სადაც ყავთ სამი და მეტი შვილიდა არიან მძიმე პირობებში ან არ აქვთ საცხოვრებელი, მთავრობის გადაწყვეტილებით 2024-2025 წლებში 1000-მდე ოჯახს საცხოვრებლიოთ ვუზრუნველყოფთ. დაახლოებით 50 მლნ ლარია ბიუჯეტი. შეიქმნება შესაბამისი კომისია და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლებით…

მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.“

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

„რასაკვრიველია, შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში.

ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხცეცაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევადს ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, შემოდგომის დასაწყისში ქვეყანაში შემოიტანეს გრიპის ვაქცინა.

„ჩვენ შემოდგომის დასაწყისში ვუზრუნველყავით რომ, ქვეყანაში შემოვიტანეთ გრიპის ვაქცინა, რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები და სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები.

ქვეყენაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. გარკვეული პიკური მაჩვენებელი იქნება იანვრის ბოლოს. არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.