აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს.




საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.
აჭარაში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.
აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.
აჭარაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ აქვე გაშენებული ვენახის – “ჩხავერის” ზვარი, შეიძინოთ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რთველში.
აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს. სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კი იხილოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. აჭარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებითა და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
აჭარაში თქვენ ნახავთ:
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი გახლავთ ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
იგი დაიბადა 1932 წლის 25 მარტს მესტიაში, დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ის არის ალპინიზმში სსრკ სამგზის, კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის. დაიღუპა იტალიაში, მწვერვალ სუ-ალტოზე ასვლისას. ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მას დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მას ”კლდის ვეფხვი” ვეფხვი უწოდეს და ეს სახელი სამუდამოდ შერჩა. მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე, ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, კლდეს იაილის მასივზე ყირიმში, ახალგაზრდულ კლუბ “ბეთქილს”, საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში, მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967), მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). მიხეილ ხერგიანის კოშკიდან მესტიის შესანიშნავი ხედი იშლება.
მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი დაიბადა 1932 წლის 20 მარტს. მამა ალპინისტი იყო, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მიშა დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული.
1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.
მიხეილ ხერგიანი კლდეზე ცოცვაში სსრკ-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. მან რთული კლდოვანი მარშრუტების სასწაული სისწრაფით გავლის უნარისათვის ინგლისელი მთამსვლელებისგან წოდება „კლდის ვეფხვი“ დაიმსახურა.
ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
1969 წელს მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალებზე რამდენიმე ეფექტური დალაშქვრის მიზნით. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. მასთან ერთად მოსკოველი ალპინისტი ვიაჩესლავ ონიშჩენკო იყო. პირველი ხერგიანი მიდიოდა. ერთ მომენტში ხერგიანი მოწყდა და დიდი ლოდების გროვასთან ერთად დაბლა ეცემოდა. ონიშჩენკო კლდის მეორე მხარეს იყო და მოწყვეტის მომენტი არ დაუნახავს. საშინელი ხმაურისა და ყვირილის ხმის გაგონებისას, მოემზადა იმისათვის, რომ თოკი მოწყდებოდა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ თოკი დაჭიმული აღარ არის. თოკი ქვებმა გადაჭრეს, რომლებიც ხერგიანთან ერთად მოწყდა.
ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და ქვებზე დაეცა. ალპინისტის სხეული საშინლად დასახიჩრებული იყო. მიხეილის მამამ შვილის ამოცნობა მხოლოდ ქამრით შეძლო. ალპინისტი კი მხოლოდ 37 წლის იყო. სახლის ზედა ნაწილში, კლდის მსგავს კედელზე, ინახება ის ავბედითი თოკი, წითელი ფერის.
1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს მისი სახელი ეწოდა.
ხერგიანმა კულტურაშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. მასზე დაწერილია წიგნები, მოთხრობები, კომპოზიციები, იური ვიზბორმა და ევგენი ევტუშენკომ მას ლექსები მიუძღვნეს. ვლადიმირ ვისოცკიმ მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა შესანიშნავი სიმღერა К вершине.
ბოლო წლებში ქუთაისის ბოტანიკური ბაღში რამდენიმე ხელოვნური აუზი, შადრევანი, ქვაფენილით მოპირკეთებული ბილიკი გაჩნდა. ბაღის ტერიტორიაზე აშენდა ამფითეატრი, სადაც ხშირად იმართება ადგილობრივი ჯგუფების კონცერტები, წარმოდგენები და ფილმების ჩვენება.


ისტორია
XIX აუკუნის პირველი ნახევრიდან ქუთაისში არსებობდა ე.წ. ფერმის ბაღი, რომლის დანიშნულებას თავდაპირველად წარმოადგენდა გაუმჯობესებული მებაღეობისა და მებოსტნეობის გავრცელება. 1855 წელს აქ ჩამოყალიბდა მებაღეობის სკოლა, რომელსაც უნდა მოემზადებინა “გამოცდილი მებაღეები, უპირატესად ადგილობრივთაგან”.
სკოლას განაგებდა მმართველი, რომელსაც ევალებოდა პრაქტიკულად მუშაობის პროცესშივე აეხსნა და ესწავლებინა მოსწავლეთათვის მებაღეობის, მებოსტნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, აბრეშუმის წარმოების ძირითადი ხერხები და მეთოდები. სკოლას ჰყავდა ზედამხედველიც. მისი დანიშნულება იყო მოწაფეებსა და სახაზინო ქონებაზე გაეწია მეთვალყურეობა, ხოლო ზამთრის პერიოდში ახალგაზრდებს რუსულ წერა-კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა.
1861 წლიდან მებაღედ და მებაღეობის სკოლის ხელმძღვანელად იაკობ მარი იყო. მარის მოღვაწეობაზე ფერმის ბაღსა და სკოლაში ერთგვარ წარმოდგენას გვაძლევს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ინსპექტორის ვ. გაევსკის მოხსენებითი ბარათი. ამ მოხსენებიდან ჩანს, რომ იაკობ მარს დაურგავს და გაუხარებია ორი ათასი ძირი ორწლიანი ნარგავები, გაუშენებია თუთის ხეები, მოუყვანია ბამბა, ხორბალი, ქერი, სიმინდი, ცალკე ნაკვეთზე გაუშენებია ბოსტანი, მოუწყვია ხუთი სკა. 1864 წელს იაკობს შეეძინა შვილი ნიკო, რომელიც შემდეგ დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახდა. ნიკო მარი ავტობიოგრაფიაში წერს: “მე დავიბადე ქალაქ ქუთაისში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, ეგრეთწოდებულ ფერმაში”. ბოტანიკურ ბაღში დღესაც დაცულია ის სახლი, სადაც დაიბადა გამოჩენილი მეცნიერი.
დენდროფლორა
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა 578 სახეობას მოიცავს. ბაღში შიშველთესლოვანების 7 ბოტანიკური ოჯახია, 19 გვარით და 56 სახეობით.
ფარულთესლოვან სახეობათა უმრავლესობის (295) სამშობლო აღმოსავლეთი აზია და ჰიმალაია. ინდო-ჩინეთის და ჰიმალაის ფლორისტიკული ოლქის სახეობებს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, როგორც ძველი, ასევე ახალი ინტროდუქციით 51,9% უჭირავს. 115 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენელია, რაც 20,0% შეადგენს. კავკასიური 34 სახეობაა. დანარჩენი ფლორისტიკული ოლქები ყვავილოვან მცენარეთა სახეობების უფრო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. მათგან ხმელთაშუაზღვეთის მცენარეების 17 სახეობა, რაც ფარულთესლოვანთა სახეობების 3,0%-ს შეადგენს. ევროპული სახეობებია 15 ანუ 2,7%. 10 სახეობის სამშობლო მცირე აზიაა – 1,8%. 7 სახეობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მკვიდრია და მხოლოდ 3 სახეობაა ავსტრალიური წარმოშობის.
რაც შეეხება შიშველთესლოვნებს, 56 სახეობიდან აქაც უმრავლესობა აღმოსავლეთ აზიის მცენარეებია – 19 სახეობა, 15 სახეობის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, 3 სახეობა ხმელთაშუაზღვეთის მცენარეა, ასევე 3 სახეობაა კავკასიური წარმოშობის, 2 სახეობის სამშობლო ევროპა, მცირე აზია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია თითო სახეობებითაა წარმოდგენილი.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული დენდროფლორის 578 ტაქსონიდან ხე-მცენარეა 236 სახეობა და შიშველთესლოვანი 48 სახეობა. 260 სახეობა ბუჩქს წარმოადგენს, რომელთა შორის შიშველთესლოვანი მხოლოდ 8 სახეობითაა წარმოდგენილი და მხოლოდ 34 სახეობაა ლიანა.
ყველა იმ ტექსონიდან რომლითაც ქუთაისის ბოტანიკური ბაღია წარმოდგენილი 160 სახეობა მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია, ხოლო 518 სახეობა ფოთოლმცვენია. მარადმწვანე სახეობებიდან 107 სახეობა ფარულთესლოვანი მცენარეა, 53 სახეობა კი შიშველთესლოვანი. სითბოსადმი დამოკიდებულების მიხდვით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული სახეობათა უმრავლესობა – 465 ტექსონი ზომიერად თბილი კლიმატის მცენარეებია, 113 სახეობა მკვეთრად გამოსახული სუბტროპიკული ბუნებისაა და ნორმალური ზრდა განვითარებისათვის მეტ სითბოს მოითხოვს. განსაკუთრებით დამღუპველია მათთვის ზამთრის ყინვები.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილი ზოგიერთი ხე-მცენარე და ბუჩქი:
კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica)
ძელქვა (Zelkova)
ევროპული ნაძვი (Picea excelsa)
იაპონური ჭანჭყატი (Euonymus japonica)
ხერკინა (Parrotia persica)
მექსიკური ჭაობის კვიპაროზი (Taxodium mexicanum)
მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens)
იაპონური კრიპტომერია (Cryptomeria japonica)
სურნელოვანი ძახველი (Viburum odoratissimum)
ცრუქაფურის ხე (Cinnamomum glanduliferum)
დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora)
ჩვეულებრივი ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum)
იაპონური ხენომელესი (Chaenomeles japonica)
ირმის რქა (Lagerstroemia indica)
მარადმწვანე კვიპაროზი (Cupressus sempervirens)
აღმოსავლეთის ჭადარი (Platanus orientalis)
_____________________________________________
ნ. ბალანჩივაძე; ა. ჭოლაძე _ “ფერმის ბაღი და მებაღეობის სკოლა” (1980).
ა. გეგენავა, გ. მახარაშვილი _ “ბოტანიკური ბაღი _ სამეცნიერო დაწესებულება” (1974).
ბორის თვალოძე _ “ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა”.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, 50.1 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 51.6 მილიონი ლარია. დარჩენილ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.
ამ ეტაპზე, პირველ მონაკვეთზე მიმდინარეობს რკინაბეტონის წყალგამტარი მილების, მიწის ვაკისის, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების, ნაპირდამცავი ბეტონის წყალმიმმართველი დეზების მოწყობის სამუშაოები.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.

გთავაზობთ ომის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტო ეპაზე დაყრდნობით.
გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.
არაიდენტიფიცირებული თვითმფრინავი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ადგილს ბომბავს © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
9 აგვისტო დაჭრილი გორის მაცხოვრებელი. ქალაქი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
9 აგვისტო. დაჭრილი ქალი ქალაქ გორში. ქალაქი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE ATTENTION EDITORS: PLEASE NOTE GRAPHIC CONTENT
9 აგვისტო გორი. ჯარისკაცებს დაჭრილი ბავშვი მიჰყავთ. კადრში ასევე ჩანს საჰაერო შეტევის შედეგად გარდაცვლილი ქალი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
კადრში ჩანს გორელი კაცი. ფონზე დაბომბვის შედეგად დაზიანებული შენობა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
კადრში ხედავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის კადრებს © EPA/DAVID MDZINARISHVILI
დევნილები ცხინვალის რეგიონიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ბენ გურიონის აეროპორტი თელ ავივში. ომის დროს საქართველოში მყოფი ისრაელის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ © EPA/JIM HOLLANDER
ცხინვალიდან ომის დროს გასული მოსახლეობის ბანაკი ალაგირში, ვლადიკავკაზიდან 40 კმ-ში © EPA/MAXIM SHIPENKOV
RTL-ის ოპერატორი სტენ სტორიმანსი დაიღუპა გორის დაბომბვის დროს EPA/COMM RTL
კადრში ხედავთ ფოტოჟურნალისტ ალექსანდრე კლიმჩუკის დედას შვილის დაკრძალვაზე. კლიმჩუკი მეორე ჟურნალისტ ჩიხლაძესთან ერთად კონფლიქტის ზონაში მოკლეს © EPA/VLADIMIR VALISHVILI
კადრში ხედავთ ომის დროს დატყვევებულ ქართველებს, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს ასაფლავებენ. ცხინვალი. © EPA/MAXIM SHIPENKOV
თბილისელები უყურებენ ტელევიზორში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი თბილისში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ედუარდ კოკოითი ღვინით სავსე თასით ხელში ზეიმობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის “დამოუკიდბელობის” აღიარებას © EPA/MAXIM SHIPENKOV
სოხუმში ზეიმობენ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის “დამოუკიდბელობის” აღიარებას © EPA/OLGA KRAVETS
ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, 1789 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა. ქვედა სადგურში ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს.
ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, პირველი ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება.
„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ბიზნესისა და ინვესტორების მოზიდვაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის აჩქარებაში. ამასთან, ეს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქუთაისის მოსახლეობას იყოს ჩართული მსოფლიო ტექნოლოგიურ კვლევებში ხელოვნური ინტელექტის (და არამარტო) მიმართულებით, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ადგილობრივი ადამიანური კაპიტალი.
ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მათემატიკური სკოლით და ამასთან ერთად ქუთაისში მეოთხე წელია მოქმედებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური დონის ტალანტის შექმნას ახორციელებს ქვეყანაში. შედეგად, აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს ქუთაისს წამყვან პოზიციებზე იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ყველა ასაკის ადამიანისთვის,” – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მათივე ცნობით, დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც იზრუნოს.
„დაზღვევის პოლისი 1-წლიანია და მოიცავს: პირადი ექიმისა და მარტივად ხელმისაწვდომ სხვა სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; დისტანციურ კონსულტაციას ოჯახის ექიმთან; პროფილაქტიკურ კვლევებს მოცდის პერიოდის გარეშე; კომფორტულ დისტანციურ მომსახურებებს, როგორებიცაა: ანაზღაურების, ელექტრონული მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა; ულიმიტო გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას 50% თანადაფინანსებით.
ახალი სერვისის დანერგვა აუქციონის წესით შერჩეულ სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ს და იუსტიციის სახლის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სერვისის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესს, „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის გენერალური დირექტორი ნოდარ გელოვანი პირადად დააკვირდნენ.
იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდების კუთხით ქვეყანაში წამყვანი უწყებაა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვეული მაღალი ხარისხით ემსახურება.
მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლი მუდმივად ნერგავს ახალ სერვისებს. დღეისთვის იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობა 500-ს აღწევს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.