თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი

პროფ. გიორგი ფხაკაძე

თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი.

თბილისი — დეტალები

მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან – დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი – ებრაელებისათვის უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს  საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი.
სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას – ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე – სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი.
დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. 15 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/თბილისი-კავკასიის-ისტორ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network