#image_title

ადგილები, რომელსაც ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა – საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს.

ასევე, გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მზარდ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული სივრცის გახსნა.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

READ  კიბორჩხალების მიგრაციამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის