თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობის გეგმას მითები და არაზუსტი ინფორმაცია მოაქვს. ვარკვევთ ფაქტებს და რეალურ ვადებს.

იცოდით თუ არა, რომ, თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის…

პროფ. გიორგი ფხაკაძე

თბი­ლი­სის მეტ­რო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1966 წლის 11 იან­ვარს შე­ვი­და. ის მეტ­როს მე­ო­თხე სის­ტე­მა იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (მოს­კო­ვის, სანტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და კი­ე­ვის შემ­დეგ).

როდესაც მეტრო გაიყვანეს ორ გადასარბენზე, კერძოდ ავლაბარი-თავისუფლება და რუსთაველი-მარჯანიშვილის დამაკავშირებელი, სადგურის გათხრა მტკვრის ქვემოთ მოუწიათ, მაგრამ ბეტონისა და რკინის კონსტრუქციით ისეა აშენებული, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს, სხვათაშორის მაგ გადასასვლელებზე წყლის ჩამოსვლის შემთხვევა არ ყოფილა. პირიქით, საბურთალოს ხაზზე, სადაც გვირაბი ღრმად არ არის გათხრილი, იქ უფრო ჩამოსულა წყალი წვიმის დროს, ვიდრე ამ გადასარბენებში.

თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის. კერძოდ, მარჯანიშვილი-რუსთაველი, თავისუფლების მოედანი-ავლაბარი, ვაგზლის მოედანი-წერეთელი. საბჭოთა პერიოდში მთელ ამ მონაკვეთზე მტკვრის ფსკერი რკინაბეტონის ორმეტრიანი ფილით გადახურეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვაგზლის სადგურსა და წერეთელს შორის გადასარბენ გვირაბებში, რომელიც მტკვრის ქვეშ გადის, მტკვრის ნაწილობრივი, ეტაპობრივი გადაკეტვით განხორციელდა მშენებლობა და მტკვრის საძირკველი ჩაბეტონებულია.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეტროსადგური რომ გადის მტკვრის ქვეშ, ეს არ ნიშნავს, რომ იმ ადგილებში განსაკუთრებული წყლის მოდენაა. წყლის მოდენა უფრო მეტია, სადაც გადაკვეთს თავისუფლების მოედნიდან ავლაბრისკენ მიმავალი გვირაბი, მაგრამ ეს ყველაფერი იტუმბება.

ამჟამად, 22 მოქმედი სადგურია, ხოლო ლიანდაგების საექსპლუატაციო სიგრძე 26 კმ-ია. I ხაზზე (“ახმეტელის თეატრი”-“ვარკეთილი”) მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად 60 წუთი სჭირდება (30 წუთი ერთი მიმართულებით), ხოლო საბურთალოს ხაზზე – 30 წუთი (15 წუთი ერთი მიმართულებით). I ხაზის სიგრძე 40 კმ-ია, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი – 13,6 კმ. საშუალოდ, დღეში პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები 400 კმ-ს გადიან, საბურთალოს ხაზზე კი – 311 კმ-ს. თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კმ-ია. თბილისის მეტროს გვირაბების საერთო სიგრძე (დამხმარე გვირაბებისა და ჩიხების ჩათვლით) 53,7 კმ-ია.

იცოდით — დეტალები

ყველაზე ძველი ესკალატორი არის მეტრო „მარჯანიშვილის“ ესკალატორი, რომელიც 1958 წელს დამონტაჟდა.

“მარჯანიშვილის სადგურის” ადგილას  თავდაპირველად თავშესაფარი ყოფილა, 3-მეტრიანი სისქის რკინა-ბეტონის გადახურვით. მის ქვეშ მოქცეული თავშესაფარი აღჭურვილი იყო ყველა საჭირო პუნქტით. ამ თავშესაფრის დაშლით გაყვანილ იქნა “მარჯანიშვილის” დახრილი გვირაბი. ყველაზე რთული ობიექტი მეტროს მშენებლობაში “თავისუფლების” იყო. საესკალატორო დახრილი გვირაბის მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ეს გვირაბი მცურავ ქანებში გადიოდა, რომელთა „დაჭერაც“ ჩვეულებრივი გაყვანის მეთოდებით შეუძლებელი იყო. აქ გამოიყენეს ე.წ. გაყინვის მეთოდი. მცურავი ქანების ფენა გაიბურღა და ჩაშვებული მილებიდან გამყინავი აპარატებით გაიყინა გრუნტი.

READ  რატომ გახდა მზე ცისფერი - მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

ყველაზე ღრმა “რუსთაველის სადგურია”, –  100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

გვირაბებში საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა.

თბილისის მეტროს, მგზავრთა გადაყვანის გარდა, კიდევ რამდენიმე ფუნქცია აქვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეტროს სადგურების თავშესაფრად გამოყენებაა საჰაერო იერიშის დროს. ამ მიზნით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მეტროს ღრმად განლაგებული სადგურები აღიჭურვა სპეციალური ინფრასტრუქტურით, რომელიც განკუთვნილი იყო გარკვეული რაოდენობის მოქალაქეებისთვის.

სავენტილაციო შახტა მიწის ზედაპირზე ამოდის. მას ავარიული ამოსასვლელის ფუნქციაც აქვს. ის უერთდება გადასარბენ გვირაბებს. შახტიდან წამოსული ჰაერის ნაკადი გიგანტური ვენტილატორისა და ვერტიკალურად „ჩალაგებული“ კედლების საშუალებით ნაწილდება. სავენტილაციო შახტების შესასვლელებთანაც არის ჰერმეტული კარი, რომელიც საჭიროებისამებრ დაიკეტება და მოახდენს გარკვეული მონაკვეთების იზოლირებას.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). იცოდით თუ არა, რომ, თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის…. 17 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/იცოდით-თუ-არა-რომ-თბილისი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. იცოდით თუ არა, რომ, თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის… [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა...
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network