#image_title

ბათუმის დელფინარიუმი – ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ბათუმის დელფინარიუმი – ზღვისპირა ქალაქ ბათუმში

ბათუმის დელფინარიუმში თქვენ ნახავთ დელფინების საოცარ წარმოდგენას. ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა.

დელფინების შოუ ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ სანახაობაში დელფინები  მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. დელფინებთან ინტერაქტივის ხანგრძლივობა 15 წუთია.

ბათუმის დელფინარიუმი ზამთრის სეზონშიც აქტიურად მართავს წარმოდგენებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბათუმში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დელფინარიუმი, ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ჟრიამულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინების საოცარ წარმოდგენა. თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე საინტერესო ნომერს, ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს და მრავალ შთამბეჭდავ ნომერს.

- Advertisement -
Ad imageAd image

დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს.  ბათუმის აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივითა კვლავ გაიხსნა და იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად.

დელფინარიუმის ამფითეატრი 4 სექტორისაგან შედგება და 887 მაყურებელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ბათუმის დელფინარიუმი – ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 24 აგვისტო, 2026. https://shenidasveneba.ge/ბათუმის-დელფინარიუმი-ვი/

სტატიის ციტირება
ანა დოლიძე. ბათუმის დელფინარიუმი – ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 ოქტ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
ანა დოლიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
READ  საყურადღებო ინფორმაცია - ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network