#image_title

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ

ბათუმის დელფინარიუმში 15 აგვისტოს 13.45 წუთზე, ფეხფარფლიანთა განყოფილებაში სელაპს, მეტსახელად კონი, რიგით მესამე ნაშიერი შეეძინა.

“სქესი ჯერჯერობით უცნობია. მამა პედროა. პატარა სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა სავარაუდოდ 5-7 კგ-ია, სიგრძე 65 -70 სმ. პატარა სელაპი დედის ყურადღების მისაქცევად ხმის ტონს უწევს ხოლმე, ადამიანთა მსგავსად. საქართველოში მყოფ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში ეს უკვე რიგით 11-ე მატებაა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.

16 აგვისტოს, დილით 08:15 წუთზე, დელფინების ოჯახში დანამ მეორე შვილი გააჩინა (პირველი ტოჩია, რომლის ხილვაც შოუს მიმდინარეობისას შეგიძლიათ). დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადას ოდნავ გადააცილა, რაც ზოგადად, ზღვის ძუძუმწოვრებში მდედრობითი სქესის ნაყოფის ყოლის დროს ხდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით სქესი დაზუსტებული არ არის. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. დაბადებისთანავე დანამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად მშვიდად დაიწყო სინქრონული ცურვა. ახალშობილის წონა სავარაუდოდ 12-14 კგ-ა, სიგრძე დაახლოებით 110 სმ. არის ღია რუხი შეფერილობის. დაბადებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამ შვილი რძით გამოკვება. ცნობისთვის, ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხოლო 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზსაც მიირთმევს. ახალშობილის სქესი, ჯერჯერობით, უცნობია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დედისა და ახალშობილის, უსაფრთხოების ნორმების გამო, შეჩერდა ინტერაქტივის (დელფინებთან ცურვის) სერვისი”, – ვკითხულობთ დელფინარიუმის ვებგვერდზე.

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ. 21 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/ბათუმის-დელფინარიუმში-სე/

READ  კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network