ატენის ცქრიალა ღვინოს მწარმოებელი, სოსო ვანიშვილი shenidasveneba.ge -სთან აცხადებს, რომ “შატო ატენის“ ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონისთვის კიდევ ორი კოტეჯი და სარესტორნო სივრცე დაემატა.

„შატო ატენში“ დავამატეთ სარესტორნო სივრცე, თანამედროვე ინდუსტრიული ტიპის სამზარეულო, ასევე დარბაზი და დამხმარე შენობა-ნაგებობა. ავაშენეთ კიდევ ორი კოტეჯი. სარესტორნო სივრცე, სამზარეულო და ახალი კოტეჯები უკვე ფუნქციონირებს“,- ამბობს სოსო ვანიშვილი.

მცირე მარნის მფლობელის თქმით, კოტეჯების გაქირავება პარალელური ბიზნესია, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს.

„წელს სტუმრების 90% უცხოელები არიან, უმეტესად გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. შატო ატენისთვის დატვირთული პერიოდი მაისიდან იწყება და შემდეგი 6 თვე გრძელდება… ერთ კოტეჯის ღირებულება 180-დან 200- ლარამდეა… გვაქვს 2+1 და 3+1 კოტეჯები“ – განმარტავს სოსო ვანიშვილი.

„შატო ატენის“ კოტეჯებიდან იშლება ულამაზესი ხედი ✨️

ცნობისთვის, ,,შატო ატენი” გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. საოჯახო მარანი 2016 წლიდან დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.
იხილეთ ასევე
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2026). 《შატო ატენი》გთავაზობთ ატენურ ცქრიალა ღვინოს და კოტეჯებს, საოცარი ხედით – შენი დასვენება. 2 ივნისი, 2026. https://shenidasveneba.ge/《შატო-ატენი》გთავაზობთ-ატ/

