#image_title

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა. პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).

პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმის კონკურენტები იყო მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).

World Travel Awards“ -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა.

„ბათუმი მუდმივად ვითარდება, აჭარის რეგიონს აქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც მიმზიდველია, როგორც ტურისტული და საინვესტიციო მიმართულება 4 სეზონის განმავლობაში.ეს ბუნებრივია ყურადღების მიღმა არ რჩება და ‘ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების’ სტატუსის შემდეგ, ბათუმმა მიიღო ახალი აღიარება და მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოვების ცერემონიაზე დასახელდა, როგორც “მსოფლიოს წამყვანი ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება. აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს უფრო მეტი ნდობა ჩვენი ქალაქის მიმართ ვიზიტორებს და ინვესტორებში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს აღიარება ხელს უწყობს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით. ვულოცავ ბათუმს და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ პრესტიჟულ ჯილდოს და საერთაშორისო აღიარებას”, განაცხადა ქრისტინე ძიძიგურმზ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ბათუმის ჯილდოს ეხმიანება გრემ კუკი, World Travel Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. “ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას – ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდოს მოპოვებას, რაც მოიაზრებს თქვენი ქალაქისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ მიმზდიველობას წლის ნებისმიერ დროს, იქნება ეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი.

READ  ლურჯი სუფრა - ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში

ეს არის ქვეყანა, რომელმაც თავისი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით, ტურისტული პოტენციალით, მზარდი მიმართულებიდან მოწინავე პოზიციაზე გადმოინაცვლა. ყველას გილოცავთ ამ წარმატებას. მოგზაურები ეძებენ სიახლეებს – სათავგადასავლო თუ ველნეს ტურიზმი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, და რაც მთავარია ხალხი – რომელიც საქართველოს უდიდესი სიმდიდრე გახლავთ. თქვენს ქვეყანას ახასიათებს გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული კულინარია. მე და ჩემს გუნდს კარგად გვახსოვს შარშანდელი დახვედრის გამოცდილება, როდესაც ბათუმს ვესტუმრეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანასთან შეხება იწყება ჩასვლისთანავე მიღებული გამოცდილებით და სრულდება ქვეყნიდან გამგზავრებისას. ჩვენი ისტორიის განმავლობაში კი სწორედ ბათუმში გვქონდა ასეთი დახვედრა და ასეთივე გაცილება. სწორედ ამიტომ, უდავოდ, ბათუმი და საქართველო არის ის ადგილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით”.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6- ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

World Travel Awards“ -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა. 25 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/გილოცავთ-ბათუმმა-კიდევ-ე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95-%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network