მენჯის ბალნეოლოგიური კურორტის სანატორიუმი მართლაც ბრწყინვალე ნაგებობაა! ნანგრევებიც დიდებულებაა…
მენჯს 1938 წელს მიენიჭა საკავშირო კურორტის წოდება, შენდებოდა 1920-30-იან წლებში. ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ მთელი წლის განმავლობაში.
მენჯს დამსვენებლებმა და სამკურნალოდ ჩამოსულმა ხალხმა “ყავარჯნების სამარე” უწოდა. ძირითადად სახსრების სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ ყავარჯნებით და უკან წასასვლელად ყავარჯნები აღარ სჭირდებოდათ, აქ ტოვებდნენ. მენჯში უნიკალური წყლებია.
არის გოგირდოვანი წყალი, რის გამოც ხალხი მოკავშირე რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდა. ამ წყლის სათავე დღემდე შემორჩენილია და სწორედ იმ ადგილზევე ხორციელდება დამსვენებლების, ავადმყოფების მიღება. მენჯში კიდევ რამდენიმე წყაროა, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.
რა უნდა ვიცოდეთ
კურორტ მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი), დღეს კი 21-ე საუკუნეში მხოლოდ 24-ე ჭაბურღილი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და პატრონობენ. წყალს იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულსისძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.
მენჯის მინერალური წყალი ეკუთვნის ძვირფას გოგირდწყალბადოვან ქლორ – ნატრიუმიან მინერალურ წყალს, რომელიც შეიცავს გაზს. ამასთანავე გოგირდწყალბადს, რომლიც 1 ლიტრ წყალში სრულიად საკმარისია სამკურნალოდ. მინერალური წყლის აბაზანის მიღების დროს მოქმედებს ორგანიზმზე მთელი თავისი ფსიქო – ქიმიური შემადგენლობით. მენჯის შემთხვევაში მოქმედებს გოგირდწყალბადი. პირველი აბაზანა ინიშნება მოკლე ხანგრძლივობით 5-8 წუთი, შემდეგ ხანგრძლივობა იზრდება 22 წუთით და ა.შ აბაზანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. საშუალოდ თითო კურსზე ითვლება 12 – 15 აბაზანა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის ტემპერატურას, ის არუნდა აღემატებოდეს 37C.
კურორტი თავის დროზე 1500-დან 2000-მდე დამსვენებელს იღებდა, დღეს დანგრეულია, ხოლო თვალის, კუჭისა და სახსრების უებარი წამალი მდინარე ცივში ჩაედინება. ეს კურორტი იყო საკავშირო მნიშვნელობის და ითვლებოდა ჯანმრთელობის სამინისტროს კურორტად.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
დამატებითი ინფორმაცია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2026). მენჯის ბალნეოლოგიური კურორტი – “ყავარჯნების სამარე” უწოდეს. 21 თებერვალი, 2026. https://shenidasveneba.ge/მენჯის-ბალნეოლოგიუ/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

