წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

პროფ. გიორგი ფხაკაძე

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ წალენჯიხის მიმდებარედ. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული.

ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა). ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება.

მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია. სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა დო ჭე წყარიო).

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წალენჯიხის — დეტალები

წალენჯიხის ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას. ე. თაყაიშვილი თვლის, რომ ტაძარი აგებულ იქნა არა უგვიანეს X-XI სა­უკუნისა. თ. სანიკიძე ტაძრის აშენების თარიღად მიიჩნევს XII ს-ის დასასრულს.

- Advertisement -
Ad imageAd image

XVI ს-ში საეპისკოპოსო კათედრა გადატანილ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში. მანდატურთუხუცესმა, ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა ვამეხ დადიანმა (1384-1396 წწ) კონსტანტინეპოლს მიავლინა ბერები: მახარობელი ქვაბლია და ანდრონიკე გაბისულავა, მათ ჩამოიყვანეს ბერძენი მხატვარი კირმანუელი ევგენიკოს, რომელმაც შეასრულა ტაძრის ფრესკების ხატწერა.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემა

შენი დასვენება. (2026). წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი. 15 თებერვალი, 2026. https://shenidasveneba.ge/წალენჯიხის-მაცხოვრის-ფერ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%af%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network