#image_title

მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე საქართველოშია

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ზოგი წყაროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე (18მეტრი სიგრძის) საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს. მდ. რეპრუა  გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით.

რეპრუა წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან,  სანაპიროს ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.

დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ) – 61 მეტრი, თუმცა, მდინარე დი (D River) ორეგონის შტატში ასევე მიიჩნევა  მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ  (36 მეტრი).

READ  აბედათის ციხესიმაგრე და ეკლესია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.