ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოება„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და...

„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

არქეოლოგებმა ყვარელში, V საუკუნის სამნავიან ბაზილიკაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, VIII საუკუნის წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნოდარ ბახტაძის თქმით, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია.

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ლაბორატორიაში მივიტანეთ წყლის სინჯი, გამოიკვლიეს და ნახეს, რომ ბაქტერია არ არის, სუნი და გემო შეცვლილი არ აქვს. ასევე დაადგინეს, რომ ეს არის წყაროს წყალი და არა წვიმის. სახლში მაქვს და ვსვამ ხოლმე. მეუფემაც წაიღო, საპატრიარქომაც. ამის დადგენა ცხადია შეუძლებელია ნაკურთხია თუ არა, მაგრამ ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. 1 200 წლის განმავლობაში წყალი რომ არ გაფუჭდება, ნაკურთხია, სხვა რა უნდა იფიქრო”, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.
სამნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ქვევრი იპოვეს, ყვარელში, დოლოჭოპის ნასოფლარზე ნოდარ ბახტაძემ 2012 წელს აღმოაჩინა. მისი თქმით, აღნიშნული ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალის დროს არის აშენებული. ის კავკასიაში ყველაზე დიდი ბაზილიკაა და თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ბაზილიკის ქვეშ კიდევ ერთი, IV საუკუნის ეკლესია იპოვეს.
“V საუკუნის სანახევროდ დანგრეული ეკლესია ბუჩქნარით იყო დაფარული, მხოლოდ ამოშვერილი ქვები ჩანდა, სპეციალისტი თუ არ ნახავდა, ვერ მიხვდებოდა, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ნანგრევები ყოფილიყო. ეს არის ძალიან დიდი ბაზილიკა, 44 მეტრი სიგრძის და 29 მეტრი სიგანის. ასეთი დიდი ტაძრები მხოლოდ რომაულ სამყაროშია. ეკლესია VIII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად დაინგრა”, – აღნიშნა ნოდარ ბახტაძემ.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, წყლით სავსე ქვევრი საუკუნეების განმავლობაში ნანგრევებში იყო დამარხული და მისი პოვნა მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ იატაკი არ გათხარეს.
“ქვევრი ეკლესიაში, დარბაზის შუაში მდებარეობს. ასეთ ადგილას ტაძრებში ნაკურთხი წყალი ინახებოდა ხოლმე. ეს ბაზილიკა იყო საკათედრო ტაძარი, სადაც ნეკრესის ეპარქიის ეპისკოპოსი იჯდა. აქედან ნაკურთხი წყალი სხვა ეკლესიებში მიჰქონდათ. ქვევრს მაღლიდან ნანგრევების გარდა კერამიკის, ჭურჭლის ნატეხებიც ეყარა. ეკლესიის დანგრევის თარიღის და ამ ნივთების საფუძველზე დავადგინეთ, რომ ეს წყალი და ქვევრი მე-8 საუკუნის არის. არქეოლოგებმა ვიცით, რომელ საუკუნეში რა ნივთები გამოიყენებოდა”, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.
წყლიანი ქვევრი ამ დროისთვის დაკონსერვებულია. ნოდარ ბახტაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტაძრის რეაბილიტაციას გეგმავს.
“ამ დროისთვის ტაძრის კონსერვაცია მიმდინარეობს, მაგრდება, მეტად რომ აღარ ჩამოინგრეს. კონსერვაციასაც და გათხრებსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აფინანსებს. წელს გათხრები დასრულდება, ბევრი აღარაფერია სამუშაო, უკვე ვასუფთავებთ ტერიტორიას და შემდეგ ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს ტაძარი ტურისტული ობიექტი გახდება, მარტო იმიტომ არა, რომ ნაკურთხი წყალი აღმოჩნდა, ტაძარია თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი, ასეთი ეკლესია საქართველოში და ახლომახლო ტერიტორიაზე არ არის. რაც შეეხება ქვევრს, ტაძარში დარჩება. მისი წაღება არ შეიძლება, იქ უნდა იყოს. იმ ადგილს თავისი მადლი აქვს, წმინდა მეფის აშენებული ტაძარია”, – განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.
წყარო:
ჟურნალი კარიბჭე
12.03.2016
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ესპანური ღვინის გამოცემა Vinos Y Camino საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.