ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), პატარა სამოთხე, მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს.

კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის.

ტბა, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ !

ტობავარჩხილი — დეტალები

image

- Advertisement -
Ad imageAd image

ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი,ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით.  სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება. სექტემბრის ბოლოს ეგრისის ქედის ეს ნაწილი თოვლით იფარება.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები - რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა?
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის