კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -
Google search engine

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია

0
მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია
#image_title

 

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, 34 წლის ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია.

საოცრად მღერის ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი…

„თავისუფალ დროს, როცა არ მაქვს ტური, ვცდილობ დამატებითი შემოსავლისათვის ვიმუშაო ბოლტის აპლიკაციით… 

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნი მხვდება. ვცდი­ლობ, რომ მუ­სი­კით გა­ვა­ქარ­წყლო მათი პრობ­ლე­მე­ბი. უმე­ტე­სად მი­ღე­ბენ ვი­დე­ოს, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩემ­თვის. იმე­დია, ეს “აფეთ­ქე­ბა” სწო­რად გაგ­რძელ­დე­ბა და ვეც­დე­ბი ხალ­ხის იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლო”, – ამ­ბობს ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი.

ალექ­სან­დრე 5 წლის ასა­კი­დან მღე­რის და სიმ­ღე­რა მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. 2012 წელს მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში – „ახა­ლი ხმა“ – იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დაამ­თავ­რა ილი­ას სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ბიზ­ნე­სის და მართვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მეორად პროფესიად არჩეული ჰქონდა ტურიზმი). ასევე დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონ­სერ­ვატორია (ვოკალური განყოფილება – პროფესია: ვოკალი). პატარაობაში გახლდათ ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „მამულის“ სოლისტი. 11 წელი დადიოდა კალათბურთზე ბატონ ნიკოლოზ დერიუგინთან.

უყვარს ცურვა, ფეხბურთი, კრივი. აქვს საკუთარი­ ტურისტული კომპანია „ალექსტურ ჯორჯია“, რომელიც თითქმის 10 წელია ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც უცხო­ელ, ასევე ქარ­თველ ტუ­რის­ტებს. მისი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რზე მეტი უკა­ვია მუ­სი­კას.

ჰყავს 7 წლის ქალიშვილი მია ალიმბარაშვილი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია, სწავლობს კერძო სკოლა „მწიგნობართუხუცესში’’,  მე-2 კლასში.

ასევე ცეკვაზე დადის ქალბატონ თეა დარჩიასთან.

მოგზაურ ფოტოგრაფთა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გალერეა

0

ფოტოკონკურსის Travel Photographer of the Year („წლის მოგზაური ფოტოგრაფი“) გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

კონკურსის გამარჯვებულად სლოვენიელი ფოტოგრაფი ანდრეხა რავნაკი დასახელდა. მისი ნამუშევრები სლოვენიის, იტალიისა და ჩეხეთის პეიზაჟებს ასახავს.

გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაშიც დასახელდნენ.

ჩინლე, არიზონა, აშშ/კეიდენ შეფარდ ჩოი

ექსტონი, პენსილვანია, აშშ/ლილი ჟანი

ვულკანი ლიტლი-ჰრუთური, ისლანდია/ჟაიან დურანი

მყინვარი სკაფტაფელსიოკული, ისლანდია/არმან სარლანი

ბაია კალიფორნია, მექსიკა/მარტინ ბროენი

ანილაო, ფილიპინები/მარტინ ბროენი

ბაიკალი, ციმბირი/ათანასიოს მალუკოსი

მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ/ალენ შროდერი

ლაგოსი, ნიგერია/ჯეკ ლოუსონი

შირაკავას ტბა, ტოჰოკუ, იაპონია/კაზუაკი კოსეკი

ჩიტრალი, პაკისტანი/ეფ დილეკ იურდაკული

​ლა პუნა, არგენტინა/იგანსიო პალასიოსი

პეტრა, იორდანია/ანდრეა პერუცი

მასარი მარა, კენია/რონან ნილ შაჰი

საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე გაეცნობიან

0
ტურისტულ პოტენციალი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება.

საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებში. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ მონაწილეებს. The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო და ქვევრის ნატურალური ღვინო იქნება წარმოდგენილი.

20 და 21 ივლისს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ფესტივალის მონაწილეები ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ სამზარეულოს, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

The National Geographic Traveller-ის გასტრონომიული ფესტივალი მთელი მსოფლიოდან პოპულარულ შეფებსა და კულინარიის ექსპერტებს მასპინძლობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2019 წლიდან ტარდება. ფესტივალში წელს 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან. ლონდონის ფესტივალს 6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება.

თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგიროები აშენდეს

0

დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე შესაძლოა, ახალი საბაგიროები აშენდეს. აღნიშნულს გულისხმობს დანიური კომპანიის „რამბოლის“ მიერ შემუშავებული ტრანსპორტის გეგმა.

მარშრუტი 1 – ისანი – ვაზისუბანი;
მარშრუტი 2 – სარაჯიშვილი – ზღვისუბანი;
მარშრუტი 3 – ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო;
მარშრუტი 4 – დიდი დიღომი – დელისი;
მარშრუტი 5 – სადგურის მოედანი – ვარკეთილი;
მარშრუტი 6 – სამგორის საბაგიროს რეაბილიტაცია.

წყარო

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული

0
საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული. 
#image_title

საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული.

გამოცემა treasurium-ი ბანკნოტზე სიმბოლოდ დატანილი ალავერდის შესახებ წერს და მას აღწერს, როგოც  „ქართული ეკლესიისა და ქართული მევენახეობის მუდმივი ურთიერთკავშირის სიმბოლოს“.

„ალავერდის მონასტერი ქართული ეკლესიისა და ქართული მევენახეობის მუდმივი ურთიერთკავშირის სიმბოლოა. მე-6 საუკუნეში დაარსებული ეს ბრწყინვალე მონასტერი ვენახებით არის გარშემორტყმული. მონასტრის ბერები დღესაც აწარმოებენ ღვინოს მრავალსაუკუნოვან მარანში – ისინი თავდადებით ინარჩუნებენ ამ ტრადიციას. ალავერდის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული ძეგლი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრია.“- წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ  ალავერდის მონასტერშია აღმოჩენილი მე -11 საუკუნის ღვინის მარანი, რომლის აღდგენა კომპანია „ბადაგონის“ ძალისხმევით მოხერხდა. სწორედ ალავერდის მე- 11 საუკუნის მარანში მზადდება მეღვინეობა „ბადაგონის“ ღვინოები, რომელიც არაერთი საერთაშორისო, უმაღლესი ჯილდოს მფლობელია.

ალავერდის მარანი ქართული ღვინის ისტორია მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით გამოირჩევა.

კომპანია TRESURIUM-ი წერს, რომ “საქართველო – ღვინის აკვანი”, ანუ “ღვინის სამშობლოა” და საკოლექციო ბანკნოტი “ევრო 8000” სწორედ ამ ისტორიული ფაქტების საფუძველზე დაიბეჭდა.

ბანკნოტზე ალავერდის სიმბოლოს დატანა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული კულტურა და ისტორია მარადიულია. ალავერდის გამოსახულება კი გამორჩეულია თავისი სილამაზით და ისტორიული ღირებულებით, რაც ახალ თაობებს საშუალება აძლევს შეისწავლონ ქართული მემკვიდრეობა.

დასკვნა

ალავერდი არის არამარტო ქართული ეკლესიისა და მევენახეობის სიმბოლო, არამედ ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბანკნოტზე მისი გამოჩენა კვლავ ადასტურებს ქართული კულტურის და ტრადიციების მნიშვნელობას.

NASA-მ იუპიტერის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა📷

0
NASA-მ იუპიტერის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
#image_title

NASA-მ იუპიტერის ახალი, ყველაზე მკაფიო ფოტოები წარადგინა.

ფოტოები კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ გადაიღო, რომელიც პლანეტის ორბიტაზე 2016 წლის ივლისიდან იმყოფება.

მისია Juno-ს მიზანი იუპიტერის წარმოშობისა და ევოლუციის ეტაპების შესწავლაა.

კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია – შესანიშნავი ხედები იშლება

0

კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორცხელში მდებარეობს. ის X საუკუნის ძეგლია, რომელიც სამეგრელოს მთავარს – ლევან II დადიანს აღუდგენია XVII– საუკუნის პირველ ნახევარში. ლევან II დადიანის მიერ ტაძრის აღდგენას წალენჯიხის ეკლესიის ფრესკა ადასტურებს, სადაც ლევან II დადიანი და დედოფალი ნესტან–დარეჯანი არიან გამოსახული კორცხელის ეკლესიის მაკეტით ხელში. 1815 წელს კი ტაძარი მსაჯულთუხუცესს – დიდ ნიკო დადიანს განუახლებია, რომელიც კორცხელის ეკლესიაშია დაკრძალული. ეკლესიის ისტორიის შესახებ საინტერესო ცნობებს იძლევა სხვადასხვა დროის ჭედური ხატები, რომელთა ნაწილი დადიანების მუზეუმში ინახება, სამი ხატი თბილისის ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთის­მშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან მერვე კილომეტრზე – მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუგდიდ-წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.

კორცხელში ლევან II დადიანის (1611-1657) მიერ შეწირულ მაცხოვრის ხატს აქვს 1640 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ნათქვამია: „კოცხერისა ღთის მშობელო, რომელთა სასოებითა და სურვილითა აღგიშენეთ ჩვენ ორთავე, ტაძარი ესე ყოვლად პატიოსანი სახელისა თქვენისა, დავახატვინეთ და შევამკევით. ხოლო სოფლისა ჟამთა ვითარებისაგან ჯერეთ სრულად ვერ ხელვყავით საყდრისა ამის აშენებისა და დახატვისა მეტი, ამა ვითარებასა შინა… მიიცვალა… თანა­მეცხედრე ჩვენი დედოფალთ დედოფალი ნესტან-დარეჯან. ჩვენ მას უკან, რაცა წმიდასა ეკლესიასა მოუნდების გავაწყვეთ და გავარიგეთ… შევსწირეთ ჯვარსა წმიდასა გოლგოთას…”წყაროები კორცხელის ეკლესიის „აღშენებას” და მის მოხატვას ლევან II დადიანს მიაწერენ. კორცხელის ღმრთისმშობლის ეკლესია შეწირული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის. ცნობილია, რომ ლევან II დადიანი ამ ძველ ქართულ მონასტერზე ზრუნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი რესტავრაციისათვის საჭირო თანხებიც გაიღო (ი. ანთელავა). მისივე თაოსნობით 1643 წელს ნიკოლოზ ირუ­ბაქიძე-ჩოლოყაშვილს საფუძვლიანად განუახლებია ჯვრის მონასტრის მხატვრობა, სადაც მთავრის, მისი მეუღლის – ნესტან-დარეჯანისა და მათი შვილის პორტრეტები ყოფილა წარმოდგენილი (შ. ამირანაშვილი).

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

🌨 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  (საფრთხის დონე საშუალო).

ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან…

0
ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან...
#image_title

ლომისის მონასტერი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ძეგლი ერთმანეთთან მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. ირგვლივ  აკლდამებია. ყველაზე უკეთ დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამაა შემონახული, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს და კამარითაა გადახურული.

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება.

ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.

ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

„დიდება დიდ ლომისასაო“, – დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, – უპასუხებენ ისინი… შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:

„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.

რა ისტორიას ინახავს ბაგრატიონების სასახლე და სად დაიწერა ჯვარი ქეთევან დედოფალმა?!…

0
რა ისტორიას ინახავს ბაგრატიონების სასახლე და სად დაიწერა ჯვარი ქეთევან დედოფალმა?!…
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.