„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილია ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია.

ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელნაწერები მარტინ შოიენის კოლექციიდანაა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისა და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორებიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

ცნობილია, რომ აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

Contents
READ  საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება. 11 ივნისი, 2026. https://shenidasveneba.ge/კრისტის-აუქციონზე-იოან/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network