უნიკალური აღმოჩენა გონიოში

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარდა.

არქეოლოგების ვარაუდით  თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი. აღსანიშნავია ის, რომ  ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო.

გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

უნიკალური — დეტალები

გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფ. შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი). ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). უნიკალური აღმოჩენა გონიოში. 11 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/უნიკალური-აღმოჩენა-გონიო/

სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. უნიკალური აღმოჩენა გონიოში [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9d/
shenidasveneba.ge
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს - „ურმულსა“ და „როკვას“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network