ფოტო: AP

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ

პროფ. გიორგი ფხაკაძე

დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.

მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს – ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.

„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება – დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, – განაცხადა რაინჰარდმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.

კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, კაცობრიობას ერთი მილიარდი წელი აქვს.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ. 28 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/მეცნიერები-დედამიწაზე-ჟა/

READ  ელარჯი, ფუჩხოლია, გებჟალია – მეგრული გასტრონომიის საგანძური
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9f%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network