სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს

პროფ. გიორგი ფხაკაძე
სქური წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის საზღვარზე, მდინარეების – ენგურისა და ჭანისწყლის ხეობაში.
უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. შუა საუკუნეებში წალენჯიხა სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია, სასახლე, განძთსაცავი და საგვარეულო სამარხი იყო, X საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი კი – დადიანების საგვარეულო ეგვტერი.
წლების განმავლობაში, სქურის ხეობაში ფუნქციონირებდა პანსიონატები და სანატორიუმები.

კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით.

როგორც ამბობენ, კურორტის ტერიტორიაზე, უძველეს დროში, კლდეკარი არსებობდა თურმე. კლდეკარის ჩაგმანვის შემდეგ, მტრისგან დაცული ხდებოდა მოსახლეობა.

ხეობის ირგვლივ ბუნებრივად წარმოქმნილი მთათა სისტემა ქმნის სამმხრივ დაცვას და მხოლოდ ერთ გასასვლელს, რომელიც ომიანობის პერიოდში მთელი ხეობის მცხოვრებთა მთავარი მანიშნებელი ადგილი იყო – ხალხური გადმოცემით, სქურის შესასვლელში დანთებული ცეცხლი მიანიშნებდა საფრთხეს – რომ მტერი ახლოსაა. ცეცხლის დანახვისთანავე მოსახლეობა ხეობაში შედიოდა, იმ ერთადერთ გასასვლელს ჩახერგავდნენ და მტერს გზას უკეტავდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სქურის წყალი, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება. 1920 წელს მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სქურის — დეტალები

სამეცნიერო დასკვნით სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „სქური“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს.

მინერალური წყალი “სკური” ადგილზე ჩამოისხმებოდა და გადიოდა საქართველოს თუ კავშირის სხვადასხვა ქალაქში გასაყიდად. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, წყლის ჩამოსხმა სკურის ქარხანაში შეწყდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს. 26 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/სქურის-წყალი-დალევისა-და/

READ  ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network