სამკურნალო წყალი “ლუგელა” – უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

სამკურნალო წყალი “ლუგელა” — უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი მინერალური წყალია, გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი, რომელიც მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზეც არ იყინება.

“ლუგელას” წყაროები მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სამკურნალო — დეტალები

სააფთიაქო ქსელისთვის “ლუგელას” ჩამოსხმა 1946 წელს დაიწყო. მისგან ამზადებენ კბილის პასტა “ლუგელას”, იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.

წყარო:

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.