შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია - ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის...

ანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია – ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის პლაჟია

საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტად წოდებული ანაკლია დღეს განვითარებადი კურორტია. უწინ აქ მეთევზეთა სოფელი და ნავსადგური იყო.
სანაპიროს მიუყვება ბულვარი, რომელიც ორ სოფელს – ანაკლიას და განმუხურს აკავშირებს.
მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლში ყველაფერია, რაც ზღვაზე დამსვენებლებს სჭირდებათ – სუბტროპიკული მცენარეები, ველოსიპედის ბილიკები, კაფე-ბარები, ამფითეატრი, სპორტული მოედნები და მაღალი კლასის სასტუმროები.

ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის პლაჟია. პლაჟი კეთილმოწყობილია – საშხაპეებით, ბუნგალოებით, ქვიშისა და ფრენბურთის მოედნებით.

2012 წელს ანაკლიაში დიდ ფართობზე აკვაპარკიც გაშენდა, მოეწყო თანამედროვე სისტემებით აუზი, სასრიალო მილები და გასარუჯი ადგილები. აკვაპარკის ტერიტორიაზე მუშაობს კაფეც.

მზიანი სანაპიროების, ზღვის, რუჯის და მრავალფეროვნების მოყვარულთათვის ანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს. ანაკლიაში ფუნქციონირებს მაღალი კლასის სასტუმროები, აკვაპარკი, ბარები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები