#image_title

კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან. დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის