15 თებერვალს მირქმის საუფლო დღესასწაულია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ და რა უნდა გააკეთოს ყოველმა ქრისტიანმა….
მირქმა იგივე მიგებებას ნიშნავს. ძველი აღთქმის ახალთან შეხვედრა, ძველი სამყაროს ახალ ქრისტიანულთან, ეს არის დღე, როცა პატარა იესო დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მას იქ სვიმეონ ღვთისმიმრქმელი შეხვდა.
სიტყვა “მირქმა” ასევ გულში ჩაკვრას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანი შეხვდა
ღმერთს იერუსალიმის ტაძარში.
საინტერესო ტრადიცია უკავშირდება მირქმას, რომლის უძველესი სახელწოდებაა ლამპრობა. იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთლებს არ აქრობდნენ, შემდეგ კი ეწყობოდა ლიტანიობა.
კარგი იქნება, ვინც დაესწრება წირვას, წირვაზე დანთებული სანთელი წამოიღოს სახლში და მთელი წელი სახლში ლოცვისას დაანთოს.
პატრიარქის კურთხევით მირქმას თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები
ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა
ღმერთმა ჩაგიკრათ გულში, დაგილოცოთ თითოეულის თქვენთაგანს ბავშვები და მათი მომავალი ცხოვრება
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
საქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314