ზღაპრული სილამაზე – დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლის, ხან მწვანეა, ხან ფირუზისფერი, ხანაც ლურჯი

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი
თუ სვანეთში ერთხელ მაინც იმოგზაურებ, აქაური ბუნება და არქიტექტურა საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
ოქროწყლის ტბები ერთ-ერთი ასეთი ადგილია მესტიაში, სადაც ზღაპრული სილამაზე დაგხვდება – მთებით გარშემორტყმული ფირუზისფერი ტბები საოცარი სანახავია. გზად ჩანჩქერების კასკადსაც დაინახავ, რომელიც ოქროწყლის ტბებიდან გამოედინება.

ოქროწყლის ტბები ჭუბერის თემს ეკუთვნის, მარშრუტი სოფელი ლახამიდან იწყება და ორმელეთის ხეობას მიუყვება. 25 კილომეტრიან სამანქანო გზას რომ გაივლი, საფეხმავლოზე გადადიხარ, გაუკვალავ ბალახებსა და ტყეში გაუჩინარდები, 7-8 კილომეტრის გავლის შემდეგ კი, ოქროწყლის დიდ ტბას მიადგები. დიდი ტბიდან პატარა ტბამდე 2.5 კილომეტრია. მანამდე, სიმაღლის აწევასთან ერთად უმშვენიერეს ჩანჩქერთანაც გიწევს გავლა.  ტბები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოსაა.

ოქროწყლის დიდი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2 400 მ-ზე მდებარეობს. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლის – ხან მწვანეა, ხან ფირუზისფერი, ხანაც ლურჯი – გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება. 

ზღაპრული — დეტალები

დავით ჩიხლაძის ფოტოები

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  თამარის ციხეს რეაბილიტაცია - მოეწყო მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის