კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
#image_title

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მისი უსაზღვროდ მზრუნველი ხელი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, გაძლიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

საშობაო ტრადიციები

ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის, როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.
ამ დღესასწაულს საწესჩვეულებო რიტუალი ახლდა თან. ფაქტობრივად, სამზადისი იწყებოდა შობის წინა დღეს.
24 დეკემბერს სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტე საღამოს) უწოდებდნენ; გურიაში – მრავალწლობას; იმერეთში – კორკოტობას; რაჭაში – კორკოტობას ან ჭანტილობას; ლეჩხუმსა და სვანეთში – ჭანტილობას; ზემო სვანეთში – შობ-ს; ქართლში – ქრისტეს კორკოტობას და ა.შ. ეს საღამო დიდ უქმედ ითვლებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის; არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.
ამ დღეს მთელ საქართველოში ხორბლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილი (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი); კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი); ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვ.
ჭანტილის ანუ კორკოტის მოსამზადებლად ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა გაერჩიათ ხორბალი და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილითა და ნიგვზით.
გურიაში შობისთვის მზადების მთავარი რიტუალი ღვეზლის (საწესო პურის) გამოცხობა იყო. ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველსა და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელი ან შუაზე გაჭრილი იდებოდა. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულისთვისაც იცოდნენ.
ჩვეულებრივ, შობის წინა საღამოს (ზემო სვანეთში), იკვლებოდა საშობაო ღორი. ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები, ქრისტეს მახარობლები – სამი-ოთხი მამაკაცის ან ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან მამაკაცი მეალილოეებს გამოუტანდა ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს (ამ უკანასკნელს იმერეთში საციქველი ეწოდება); სამეგრელოში ასე ამბობდნენ, – ალილოზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.
როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, ქართლსა და კახეთში იკვლებოდა ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებდნენ. ამ დღეს საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ყოფდნენ, რამდენი ოჯახის წევრიც იყო, ანთებდნენ სანთლებს. საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო: პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და ყველაფერი, რის საშუალებაც ოჯახს ჰქონდა. სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: “ღმერთო, მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი! ღმერთო, უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს!”
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადი საწესჩვეულებო რიტუალები ხატში სრულდებოდა. მზადდებოდა მთის ყოფაში დამკვიდრებული კერძები და სასმელი, ხინკალი, შეთქმული საკლავის ხორცი, ფაფა, მოხარშული ბრინჯი და სხვ.

“ანა კალანდაძის 100 ლექსი და ბადრი ვადჭკორიას 200 ფოტო”

0
#image_title

„ეს დღევანდელი გადაცემაა “იმედის დღე” რომელიც ქართული პოეზიის დედოფალ ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება, იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩვენი ახალი უნიკალური გამოცემა:

“ანა კალანდაძის 100 ლექსი და ბადრი ვადჭკორიას 200 ფოტო”
p.s. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამომცემლობა “მერიდიანის” თავკაც კახაბერ რუსიძესა და დიზაინერ გია (გიორგი) ჩიქვინიძეს… ძალიან შეზღუდულ დროში შეუძლებელი შეძლეს და ეს წიგნი-ალბომი, “რვეულთან” ერთად 15 დეკემბერს, დაბადების დღეს სრული ტირაჟი (სულ 400 ეგზეპლარი) ვიხილეთ…“

NASA-მ საშობაოდ ვარსკვლავთა კლასტერის გასაოცარი ფოტო გამოაქვეყნა

0
NASA-მ საშობაოდ ვარსკვლავთა კლასტერის გასაოცარი ფოტო გამოაქვეყნა
#image_title

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, ყველასთვის ცნობილი, როგორც NASA, საშობაოდ ახალ ფოტოს აქვეყნებს. “შობის ხის კლასტერი”, –  ასე ეწოდება ვარსკვლავთა წყობას, რომელიც საახალწლო ნაძვის ხეს ძალიან ჰგავს.

კლასტერი ირმის ნახტომში, დედამიწიდან დაახლოებით 2 500 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ის ვარსკვლავების ახალგაზრდა ჯგუფს მოიცავს, რომელთა ასაკი 1-დან 5 მილიონ წლამდე მერყეობს.

„მწვანე ფერი ხილული სპექტრის სინათლითაა წარმოდგენილი. ფოტო 2024 წლის ნოემბერში ასტროფოტოგრაფმა მაიკლ კლოუმ, არიზონაში გადაიღო. საოცარი კლასტერი საახალწლო მარადმწვანე ნაძვს მოგვაგონებს”, – ვკითხულობთ პოსტში.

იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება

0
იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

რატომ უწოდებენ “ ალმასის სასახლეს “ ჭონქაძის 11 ნომერში მდებარე სპარსულ სტილში გადაწყვეტილ სახლს.

0
ალმასის სასახლის სპარსული არქიტექტურა ჭონქაძის ქუჩაზე თბილისში
ჭონქაძის ქუჩის მე-11 ნომერში დგას ალმასის სასახლე - თბილისის უნიკალური ისტორიული მონუმენტი სპარსულ არქიტექტურაში. ეს განსაკუთრებული შენობა XIX საუკუნეში ირანელი ოსტატებით შეიქმნა.

ალმასის სასახლე – რატომ უწოდებენ “ ალმასის სასახლეს “ ჭონქაძის 11 ნომერში მდებარე სპარსულ სტილში გადაწყვეტილ სახლს.

სახლი აშენდა XIX საუკუნეში, მაშინდელი გუდოვიჩის ქუჩაზე (ამჟამად ჭონქაძის ქ. N11).
თავდაპირველად შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გაიმართა.

საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა.

დღეისთვის, სადარბაზოს გარდა, შენობის მხოლოდ ერთ ოთახში შემორჩა უვნებლად ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.

გ ი ლ ო ც ა ვ თ ნიკოლოზობას! 19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს

0
#image_title

გ ი ლ ო ც ა ვ თ ნიკოლოზობას!

19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში შესრულდება.ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს ეკლესიის მფარველად და მწყემსად მიიჩნევა.
წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში პათარში დაიბადა. სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, რომელიც პათარის ეპისკოპოსი იყო, იგი ჯერ მედავითნედ დადგინა, შემდეგ მღვდლად აკურთხა. მისი მღვდელმთავრად დადგინება მოგვიანებით მოხდა. ქალაქ მირონში, ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს უფალი გამოეცხადა და უთხრა, ვინც ღამით ტაძარში პირველად შემოვა, ჩემი რჩეულიაო. წმინდა ნიკოლოზი ტაძარში ჩვეულებრივ ცისკრის ლოცვაზე მივიდა. სასწაულის მხილველმა ეპისკოპოსმა მღვდელმთავრების შორის ჩააყენა და სასწაულის შესახებ ყველას აცნობა. წმინდანი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მას არ შეშინებია და განაგრძნობდა ღვთის სიტყვის გავრცელებას ხალხში, რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტიანების დევნა წმინდანთა სწორის კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ შეწყდა. მწყემსმთავარი კი საკუთარ სამწყსოს დაუბრუნდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღასრულა. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმიდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.
ტ რ ო პ ა რ ი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კ ო ნ დ ა კ ი: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

რეზო გაბრიაძის თეატრი – ჯადოსნური მარიონეტების სამყარო

0
რეზო გაბრიაძის თეატრი – ჯადოსნური მარიონეტების სამყარო
#image_title

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი თბილისის ძველი უბნის, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს და ქართული თეატრის უნიკალური ბოძია. ეს არის პირველი ქართული მარიონეტული თეატრი თბილისში, რომელიც 1981 წელს ცნობილ რეჟისორმა და ხელოვანმა რეზო გაბრიაძემ დააარსა. მისი იშვიათი არქიტექტურა და ისტორიული მნიშვნელობა თეატრს ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად ხდის.

თეატრის სახედ იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს შექმნა. დღის განმავლობაში, საათში ერთხელ, მოედნიდან ამოსული ოქროსფრთებიანი ანგელოზი პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს, რაც ტურისტებისა და ადგილობრივების დიდ ინტერესს. გარდა ამისა, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, თეატრში თავისი ზღაპრული სპექტაკლის „ცხოვრების წრებრუნვით“ ნახვაა შესაძლებელი. ეს წარმოდგენა განთქმულია არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მის ტრადიციულ, ფილოსოფიურ და ემოციურ შინაარსთან ერთად.

საათიანი კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკული პანოა აღინიშნება, რომლებიც რეზო გაბრიაძის მიერ არის დამზადებული და მოხატული. ამ კერამიკულ ფირფიტებზე, რომლებიც რამდენიმე ასეულ ფილას აერთიანებს, ამოიკითხება თეატრის შემოქმედების და რეზო გაბრიაძის ხელოვნება. ეს დეტალი კიდევ უფრო ამშვენებს და ამდიდრებს თეატრის კულტურულ მნიშვნელობას.

რეზო გაბრიაძის თეატრი მთელ მსოფლიოში ცნობილია. თავისი სპექტაკლებით და მოღვაწეობით, ის მრავალ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა და საქართველოს კულტურის წარმომადგენლად დადასტურდა. სწორედ ამიტომ, ეს თეატრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

რეზო გაბრიაძის თეატრის ფასადზე ამოტვიფრული დევიზი – “Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare” (ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს) – გამოხატავს თეატრის ფილოსოფიას და მისი შემოქმედების მსჯელობას. თეატრის მარჯვნივ მდებარეობს „გაბრიაძის კაფე“, რომელიც მნახველებს მეტად აძლევს შესაძლებლობას თეატრის ატმოსფერო შეიგრძნონ.

რეზო გაბრიაძის თეატრში მიმდინარეობს სპექტაკლები, როგორიცაა: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, ,,სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. გარდა ამისა, თეატრის ახლო ტერიტორია მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, რადგან აქ მდებარეობს VI საუკუნის ტაძარი – ანჩისხატი, რომელიც თბილისის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

რეზო გაბრიაძის თეატრი, თავისი უნიკალური არქიტექტურით, დრამატურგიით და კულტურული მნიშვნელობით, თბილისისა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ვიზიტორთათვის მიმზიდველი ადგილია.

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – შეხვდით ახალ წელს თბილისში

0
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში - შეხვდით ახალ წელს თბილისში
#image_title

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში

შეხვდით ახალ წელს თბილისში. თბილისი, ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი!

2025 წლის შესახვედრად საქართველოს დედაქალაქი, თბილისი უკვე მზად არის.

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. წელს ქალაქის სლოგანია „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“.

საქართველოს დედაქალაქი საახალწლო მზადებას დეკემბრის დასაწყისში იწყებს. ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია ქალაქის ცენტრალური ადგილები: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ახალი ტიფლისი და ძველი თბილისი. მიმდებარე ტერიტორიებზე საახალწლოდ უამრავი ღონისძიება იმართება.

თბილისი ახალ წელს დიდი საზეიმო კონცერტით ხვდება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იყრის ამ დგილას, სადაც ისინი ფერადი, ლამაზი ფეიერვერკისა და სადღესასწაულო ზეიმის ფონზე ერთად ხვდებიან ახალ წელს. ამიტომაც, თუ ხალხმრავალი ადგილების, ფერად-ფერადი და გაბრწყინებული სანაოხაობისა თუ ღონისძიების მოყვარული ხართ თბილისი ამ ჩამონათვალში თქვენთვის საუკეთესო ადგილია.

მეცნიერებმა პოლარულ დათვებს 15-საათიანი ვიდეო გადაუღეს და გაოგნებულები დარჩნენ – ნახეთ, კადრები

0
მეცნიერებმა პოლარულ დათვებს 15-საათიანი ვიდეო გადაუღეს და გაოგნებულები დარჩნენ
#image_title

მეცნიერებმა პოლარულ დათვებს 15-საათიანი ვიდეო გადაუღეს და გაოგნებულები დარჩნენ ამ ცხოველების ჭკვიანი ბუნებით. 

საქმე იმაშია, რომ ეს სახეობა ძლიერ დაზარალდა კლიმატის ცვლილების შედეგებით ბოლო რამდენიმე წლის  განმავლობაში. ზღვის ყინულის დიდი რაოდენობა დნება გლობალური დათბობის გამო, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის პოლარული დათვებს.

იმის გამო, რომ ცხოველების ძირითადი საკვები წყარო სელაპებია, ზღვის ყინულის ნაკლებობა ნამდვილად ართულებს მათთვის საჭმლის მოპოვებას და გადარჩენას.

პოლარული დათვები იძულებულნი არიან მეტი დრო გაატარონ ხმელეთზე ზღვის ყინულის დნობის შედეგად, მაგრამ კალორიული საკვების მიღება ძნელია ცხოველებისთვის – აქედან გამომდინარე, მათი მკვეთრი წონის დაკარგვა აღენიშნებათ.

ასე რომ, იმის გასაგებად, თუ როგორ უმკლავდებოდნენ პოლარული დათვები ამ სიკვდილ-სიცოცხლის დილემას, მეცნიერებმა კამერები მიამაგრეს 20 მათგანს, რომლებიც ჰადსონის ყურის გარშემო დახეტიალობდნენ.

ვიდეოკამერებში ნაჩვენებია თუ როგორ ჭამენ, სძინავთ, ნადირობენ და მხიარულობდნენ დათვები.

ალბერტას უნივერსიტეტის პოლარული ექსპერტის თქმით, დათვები უფრო მეტხანს ცურავდნენ საკვების საძიებლად, რაც „მოულოდნელია წელიწადის ამ დროისთვის”.

დეროჩერმა ასევე განმარტა: „ეს შესაძლოა სასოწარკვეთილებაა. მშიერი და გამხდარი დათვები უფრო მეტ რისკს იღებენ, ვიდრე მსუქანი დათვები“.

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში, რატომ მესტია?  – დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია 

0
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში, რატომ მესტია?  - დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია 
#image_title

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში

რატომ მესტია?  – დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია 

მთები, მყინვარები, ხეობები, ლამაზი ბუნება, ჩანჩქერები, მინერალური წყლები და ცნობილი სვანური კოშკები – ეს ყველაფერი გვხვდება სვანეთში.

მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.

ახალი წელი თუ ვერ წარმოგიდგენიათ თოვლის გარეშე, მაშინ ეს ულამაზესი კუთხე –  მესტია საუკეთესო არჩევანია თქვენი სადღესასწაულო შვებულებისთვის. მესტიაში ყოველთვის არის ახალ წელს დიდი თოვლი, რაც კურორტს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებად აქცევს.

მესტიის რაიონულ ცენტრში მდებარეობს მუზეუმი, სადაც ინახება უძველესი საგანძური – ჭედური ხელოვნების ნიმუშები და ხელნაწერები, რომელთა ასაკიც ათ საუკუნეს აღემატება.

მესტიიდან სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი ახლოს მდებარეობს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასაზე, თეთნულდზე.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო.

სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.