რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

29 ივნისს, ქუთაისში, „რეგიონული ტურიზმის განვითარების ცენტრისა“ და „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ორგანიზებით, თეთრი ხიდისა და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის ტერიტორიაზე აღინიშნება ცნობილი ქუთაისელი ხელოვანის რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის რეზო გაბრიაძის დაბადების დღე.

ღონისძიების მიზანია, ქუთაისის საამაყო პიროვნების, რეზო გაბრიაძის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციად ქცევა. მისი სახელისა და შემოქმედების პოპულარიზება ახალი თაობასა და ქუთაისის სტუმრებს შორის. ქალაქის მოსახლეობის ჩართვა ქუთაისისთვის ძვირფასი კოლორიტის სახელის უკვდავყოფაში. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის ტრადიციად ქცეული ივენთები (ფესტივალები, ვორქშოპები, წარმოდგენები) გავლენას ახდენს ქალაქის პოპულარიზაციაზე, ეკონომიკასა და კულტურულ ცხოვრებაზე. პროგრამა:

• 10:00 საათიდან, გაბრიაძის კინო-პერსონაჟებით დასტიკერებული ავტომობილი, გია ყანჩელის უკვდავი მელოდიების ფონზე დაიძვრება თანამედროვე „აგული“-ს სახელოსნოდან თეთრი ხიდის მიმართულებით.

• 11:00 საათისთვის „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გახსნა, ხიდის მიმდებარედ, სკვერის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მხატვრების, ხელოსნების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. • დღის მანძილზე კოსტიუმირებული პერფორმანსი, კადრებად გაცოცხლებული სცენები რ. გაბრიაძის ფილმებიდან. მაგ. (მშობლიური 8 ნომერი, კიტრი-პომიდვრით მოლხენა, პიკასოს ბიჭის სცენა აგულის და შავლეგის მონაწილეობით და სხვა.)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

• 19:00 საათიდან, იმპროვიზებული შოუ – შლაპებით მსვლელობა, თეთრი ხიდის მიმდებარედ. სპეციალურად გამოყოფილ ღია სივრცეში, პუფებზე გამაგრილებელი სასმლის თანხლებით, მაგ. (ლაღიძის წყლები), რეზო გაბრიაძის ნოველების, წერილების, ქუთაისზე მოგონებების კითხვა სტუმრების მონაწილეობით, ერთმანეთის მონაცვლეობით.

• ნიკო ნიკოლაძის კლუბის პრეზენტაცია – პროექტი ქალაქის უკვდავ ლეგენდებზე.

• ასევე, ქალაქის კოლორიტები მიერ რეზო გაბრიაძის გახსენება.

• გაცოცხლდება რეზოს გაბრიაძის მარიონეტების, სპექტაკლების და ფილმების კადრები.

• საღამოს დააგვირგვინებს ფილმის, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეტროსპექტივა დიდ ეკრანზე.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

Contents
READ  რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა - ყველაზე მძიმე ისტორიის დრამატული კადრები
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება. 22 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/რეზო-გაბრიაძის-დაბადების/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network