#image_title

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი: ინოვაციური შესაძლებლობები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა

ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, პირველი ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ბიზნესისა და ინვესტორების მოზიდვაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის აჩქარებაში. ამასთან, ეს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქუთაისის მოსახლეობას იყოს ჩართული მსოფლიო ტექნოლოგიურ კვლევებში ხელოვნური ინტელექტის (და არამარტო) მიმართულებით, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ადგილობრივი ადამიანური კაპიტალი.

ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მათემატიკური სკოლით და ამასთან ერთად ქუთაისში მეოთხე წელია მოქმედებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური დონის ტალანტის შექმნას ახორციელებს ქვეყანაში. შედეგად, აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს ქუთაისს წამყვან პოზიციებზე იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ყველა ასაკის ადამიანისთვის,” – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება. 5 აგვისტო, 2026. https://shenidasveneba.ge/ქუთაისის-ტექნოლოგიური-ჰა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%b0%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network