#image_title

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ქუთაისის მდიდარ საგანმანათლებლო წარსულს ახალ სიცოცხლეს ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი შესძენს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული საგანმანათლებლო ჰაბი იქნება.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და განათლების პლატფორმა, რომელიც რიგით მეორეა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემდეგ, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.

ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ოთხი მიმართულებით იმუშავებს, ესენია: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება, სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება და პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების შეთავაზება.

„ცენტრის მთავარი საგანმანათლებლო დარგები იქნება ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი. ჩვენთან მოსულ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა განათლება და ცოდნა მიიღონ ისეთი პედაგოგ-მასწავლებლებიდან, რომლებსაც აქვთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ასევე,  მუშაობენ საერთაშორისო კომპანიებში. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება სივრცე, სადაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს გააძლიერებს, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ინოვაციებს,“ განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი დროებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული.

მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად  უფასოდ შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მეტი ინფორმაციისთვის კურსების შესახებ  გამოგვყევით Facebook-ზე: https://shorturl.at/kWcvo

#drpkhakadze

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან“ დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის