გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს. 27 სექტემბერს, პირველად, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
„ხელი შევუწყოთ ხვალინდელი დღის მშვიდობას დღევანდელი მოგზაურობით. მოდით 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმს მშვიდობის სიმბოლური როლი მივცეთ. საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადი ტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა და გლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ“, – წერია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში.
მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.
ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
იხილეთ ასევე
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს პროფესიულ დღეს ულოცავს
- ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა
- საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2026). 27 სექტემბერს, პირველად, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. 30 აგვისტო, 2026. https://shenidasveneba.ge/27-სექტემბერს-პირველად-საქ/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314