ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრიუსელში — დეტალები

მათივე ცნობით, შეხვედრის გახსნას, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„2023 წლის პირველი მაისიდან აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  15 და 16 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის