ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე ახალი შატლ-ავტობუსების შესახებ მითები vs რეალობა. რა უნდა იცოდეთ ღირებულება, კომფორტი და განრიგის შესახებ.

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

ნიკოლოზ პაპავა
ავტორი
ნიკოლოზ პაპავა - ჟურნალისტი

28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით.

ქუთაისის — დეტალები

„ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ჯ-თი გრუპ“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრებმა მარტივად იცნონ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  რა სახის მომსახურებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — სასტუმროები, სერვისი და ტრანსპორტი. წერს სასტუმროებზე, რესტორნებზე, ავიარეისებზე, ვიზებსა და მოგზაურობის ლოგისტიკაზე.
კომენტარები ჯერ არ არის