#image_title

კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მამათა მონასტერი – ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

სარკინეთის მამათა მონასტერი ძამის ხეობა შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია.

ძამას ხეობა ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ და ბუნების ძეგლს აერთიანებს. ეს არის გასაოცარი ადგილი.

სარკინეთის მამათა მონასტერი შიდა ქართლში, ძამას ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტში  მდებარეობს, სოფელ სარკინეთში.

X საუკუნეში აქ ყოფილა რეზიდენცია ძამის მთავრის ადარნასესი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საქართველოს სამთავროების გაერთიანებისთვის ბრძოლაში. თამარ მეფის დროს ძამის ხეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში. XIII-XIV საუკუნეებში ეს ხეობა მონღოლებმა ააოხრეს. XV საუკუნეში იწყება მისი აღდგენა და განახლება ზაზა ფანასკერტელის მიერ. რამდენიმე საუკუნე ეს ადგილი წირვა-ლოცვის ღვთაებრივ მადლს მოწყვეტილი იყო. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან წმინდა სინოდის განჩინებით ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე იობი (აქიაშვილი). მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისის და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი და ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები. მათგან აღსანიშნავია, კლდეში გამოკვეთილი ღირსი შიო დიდი საკვირველთმოქმედის სახელობის სარკინეთის მამათა მონასტერი.

შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს. სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  საბადურის ტყე – ყველაზე ზღაპრული ადგილი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის