#image_title

2024 წლის 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

2024 წლის 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა, რომელიც მიმდინარე წლის 21 ოქტომბრით თარიღდება და ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ცეს­კოს მი­მარ­თვა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ვი­ნა­ი­დან სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში, სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბამ, შე­საძ­ლოა, შე­ა­ფერ­ხოს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის დრო­უ­ლად მო­წყო­ბა.

ცეს­კო გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მო­რი­გი არ­ჩევ­ნე­ბის სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის, მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპს წარ­მო­ად­გენს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის მო­წყო­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს კენ­ჭისყ­რის წინა დღეს და სწო­რედ ამ დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე გან­თავ­სდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რი და ტექ­ნი­კა.

“3 031 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან 483 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის შე­ნო­ბებ­ში, 1675 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შე­ნო­ბებ­ში, ხოლო 873 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი – სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბებ­ში. გა­მომ­დი­ნა­რე, იქი­დან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი, სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბა და აქ­ტი­ვო­ბა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ა­ფერ­ხოს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის დრო­უ­ლად და მშვიდ გა­რე­მო­ში მო­წყო­ბა, მო­თხოვ­ნი­ლია 2024 წლის 25 ოქ­ტომ­ბრის უქმე დღედ გა­მო­ცხა­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

READ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანამშრომლობით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო მომზადდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.