კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს, შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში, შესაძლოა, -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი, შესაძლოა, -4, -6 გრადუსამდე დაეცეს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13 გრადუსამდე დაეცემა.

გინდათ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად გაატაროთ? მცხეთა – საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!

0
მცხეთა - საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!
#image_title

გინდათ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად გაატაროთ? მცხეთა – საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!

ორი მდინარის შესართავთან მდებარე ეს უძველესი ქალაქი მხოლოდ 20 წუთის სავალზეა თბილისიდან.

მცხეთა ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა თუ კულტურულ – რელიგიურ განვითარებაში. ამაზე მეტყველებს არაერთი ისტორიული ცნობა და უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი (უძრავი, მოძრავი). მათ შორის გამორჩეულია მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქ მუზეუმად აღიარებული უძველესი ქ. მცხეთა.

არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ მცხეთა და მისი შემოგარენი მჭიდროდ იყო დასახლებული ჯერ კიდევ ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. III-ე ათასწლეულში) და გვიანდელი ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. აღ-ის II-ე ათასწლეული).

ლეგენდის მიხედვით ქალაქი დააარსა ერთნარქმა მცხეთოსმა ძვ.წ. აღ-ის I ათასწლეულში. ძვ.წ. აღ-ის IV ს-ში კი მეფე ფარნავაზმა მცხეთა დედაქალაქად გამოაცხადა.

რვაასი წლის მანძილზე V საუკუნის ბოლომდე, მცხეთა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. დედაქალაქის თბილისში გადასვლის შემდეგ კი კულტურულ და რელიგიურ ცენტრად ყალიბდება.

ჩვენი წ. აღ-ის IV საუკუნის დასაწყისში, მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ნინომ. მეფე მირიან III და დედოფალი ნანა გაქრისტიანდნენ და შესაბამისად, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ გარემოებითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ ქალაქში მრავლადაა საეკლესიო სამონასტრო ნაგებობათა ანსამბლეა: სვეტიცხოველის ხის ეკლესია- IV ს. ქვის ბაზილიკა V-ს. სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია IV- ს. ქვის მცირე ეკლესია VI- ს. ანტიოქია. VII- VIIIს. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში შენდება დიდი ტაძრები : სვეტიცხოველი 1010-1129 წ. ხუროთმოძღვარი არსუკიძის მიერ მელქისედეკ კათალიკოსის ხელმძღვანელობით. სამთავროს საეკლესიო კომპლექსი XI-საუკუნე 30-წლები.

მცხეთის არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინეს ქალაქის წარსულს, გამოამზეურეს საუკუნეების წინათ მომხდარი ამბები. მცხეთის დიდმა ისტორიულმა წარსულმა განაპირობა ის, რომ 1940 წლიდან არქეოლოგიურ და არქიტექტულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები; 1957 წლიდან კი ძველი მცხეთის ტერიტორია მდინარეების: არაგვისა და მტკვრის შუა ბებრის ციხემდე; 1966 წლიდან კი მცხეთის ტერიტორია მთლიანად.

1994 წლიდან მცხეთა გამოცხადდა ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. 2014-2017 წლებში მცხეთა თვითმართველი ქალაქი იყო.

არა მარტო ქალაქი მცხეთა, არამედ მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სოფლებიც უხვადაა დატვირთული უნიკალური ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლებით. თითოეული მათგანი უნიკალურუია თავისი სიძველითა და მნიშვნელობით. თუნდაც, ავიღოთ ძალისას კომპლექსი, რომელიც სოფელი ძალისას აღმოსავლეთით მუხრანის ველზე მდ.ნარეკვავის ორივე ნაპირზე მდებარეობს და ძვ.წ.აღ. II ს. – ახ.წ.აღ. VIII-საუკუნეებით თარიღდება. კოკმპლექსის შემდგენლობაშია:

1. სამაროვანი ძვ.წ. II ს და ახ.წ.აღ. IV -VII ს.

2. ნაქალაქარი ძვ.წ.აღ. II ს და ახ.წ.აღ. IV -VIII ს. ა) ტაძარი დარბაზებით; ბ) დარბაზის იატაკის უნიკალური მოზაიკა; გ) სასახლისაგან შემორჩენილი კოლონები და ბაზისები; დ) აბანო-ცხელი, თბილი და ცივიწყლის განყოფილებებით. ერთი აბაზანა ფერადი მოზაიკითაა მოპირკეთებული; ე) ატრიუმი;    ვ) ტაძარი, რომელშიც რომელიღაც ღვთაების  ქანდაკება იდგა; ზ) რომაული ტიპის აბანო.

3. გორა ნამოსახლარი ჩვ.წ.აღ. I-IV საუკუნე;

4. ნასოფლარი შუა და გვიან ფეოდალური ხანა;

5. დარბაზული ეკლესია გვიან ფეოდალური ხანა.

ძალისის მეზობლადაა სოფელი მუხრანი, რომელიც ძვ.წ.აღ. III-II საუკუნეებში დიდი მცხეთის სასოფლო გარეუბანს წარმოადგენდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო- სამიმოსვლო გზები ანტიკურ და განვითარებულ ფეოდალურ ხანებში. დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში. მუხრანის ბაგრატიონთა შტო, ქართლის ტახტს განაგებდა 1658 – 1724 წლამდე. ამ შტოს წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი (გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი და სხვა). XVIII ს-ის II ნახ. – ში მუხრანბატონები მხარში ედგნენ ერეკლე II-ს და თავდადებით იბრძოდნენ გარეშე მტრების წინაამღდეგ. XIX ს-ის 40-იან წლებში რუსულმა მმართველობამ გააუქმა სამუხრან ბატონო. დღემდე შემორჩენილია სამი სასახლე:

1. ციხე გალავნის ციტადელის კოშკის თავზე არსებული წარწერის მიხედვით XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუშენებია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. სასახლიდან შემორჩენილია დანგრეულ მდგომარეობაში: ა) ციტადელი გალავნით და კოშკებით; ბ) კარის ეკლესია; გ) გრიგოლ განმანათლებელის სახ. ეკლესია; დ) დარბაზული ეკლესია.

2. მუხრანბატონთა სასახლე, რომელიც აგებულია XIX-საუკუნის მეორე ნახევარში და ეკუთვნოდა მსხვილ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ – ლეიტენანტს ივანე კონსტანტინეს-ძე მუხრანბატონს (1809წ-1895წ).

3. ნიკო ბურის სასახლე, რომელიც აგებულია XIX  საუკუნეში;

VI საუკუნეში საქართველოში სჯულის საქადაგებლად შემოვიდა 13 ასურელი მამა წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით. ასურელ მამათაგან სამნი იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და იასე წილკნელი მცხეთის სიახლოვეს  დამკვიდრნენ. მათი ლოცვისა და ღვაწლის დამსახურებაა ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამი დიდი სამონასტრო კომპლექსი, სადაც VI საუკუნიდან მოყოლებული არასდროს განელებულა სამონასტრო ცხოვრება. ესენია: 

1. ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი VI-XIXს : ა) ნათლისმცემლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა VI-XIXს. ბ) მოხატულობა XVIIს. გ) ციხე-გალავანი XV-XVIIს. დ)- სენაკები თარიღდება ფეოდალური ხანით, ერთ სენაკში ბუხარია( XIXს.).

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

0
დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით
#image_title

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. თბილისის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება.

პროექტით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

აღნიშნული ცვლილების ინიციატორის, „ქართული ოცნების“ განმარტებით, დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გამტარუნარიანობაზე.

ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება

0
საყურადღებო ინფორმაცია - ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
#image_title

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.

2025 წლიდან საქართველოში ყველა ავტობუსსა და მიკროავტობუსში, რომელიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები და ტაქოგრაფები. აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდას.

სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები და ტაქოგრაფები – როგორ იმუშავებს სისტემა?
რეგულაციის მიხედვით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები, რაც საშუალებას მისცემს ავტორიტეტულ ორგანოებს მუდმივად აკონტროლონ მძღოლების მიერ ზედმეტი სიჩქარის გადაჭარბება. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტისთვის აუცილებელი იქნება ტაქოგრაფის ინსტალაცია – მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად თვლის მძღოლის მუშაობისა და დასვენების პერიოდებს.

რა არის ტაქოგრაფი და როგორ მუშაობს?
ტაქოგრაფი არის მოწყობილობა, რომელიც ავტობუსის ან მიკროავტობუსის მოძრაობასა და მძღოლის მოქმედებებს მონიტორინგს უწევს. პოტენციური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, პატრულს შეუძლია 30 დღის განმავლობაში ამოიღოს მონაცემები და გაიგოს, სად გადააჭარბა მძღოლმა სიჩქარეს, რამდენ ხანს დაისვენა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

ასევე, რას ითვალისწინებს რეგულაცია?
რეგულაცია ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ვიდეო კონტროლის ან პოლიციის პატრულის მიერ გზებზე ზოგჯერ შეუძლებელია ყოველი მოძრაობის კონტროლი. სწორედ ამიტომ, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები და ტაქოგრაფები მოგვცემენ უფრო დეტალურ და ზუსტ მონიტორინგს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის უსაფრთხოებას.

ვადები და ცვლილებები
როგორც ირაკლი იზორია განმარტავს, რეგულაციები ვრცელდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ, და მათი ამოქმედება 2025 წლიდან დაიწყება, როდესაც ახალი ავტოსადგურების რეგულაციები ამოქმედდება. ამ დროისთვის ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი უნდა იყოს აღჭურვილი სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობებითა და ტაქოგრაფებით.

რატომ არის ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი?
რეგულაცია მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებას. დღეისთვის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კვლავ ერთ-ერთი პრობლემური სფეროა, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს. ტაქოგრაფების და სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენება მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას, გაუმჯობესებული კონტროლის პირობებში. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა ასევე დაგვეხმარება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

დასკვნა
ახალი რეგულაციები ავტობუსების და მიკროავტობუსების სიჩქარის კონტროლისა და მძღოლების მონიტორინგის პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 2025 წლიდან ამ რეგულაციების ამოქმედება შემოიტანს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას გზებზე და ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. ამ ნაბიჯით, საქართველო გაემიჯნება წარსულს, სადაც საგზაო უსაფრთხოება არ იყო საკმარისი, და ერთ ნაბიჯს წინ გადადგამს ევროპული სტანდარტებისკენ.

მინერალური წყალი „მიტარბი“ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის…

0
მინერალური წყალი „მიტარბი“ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის...
#image_title

მინერალური წყალი „მიტარბის“ საბადო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბის მახლობლად, მდინარე მიტარბულის ხეობაში მდებარეობს. მის ჩამოსხმას ბორჯომის №1 ქარხანა ახორციელებს.

ეს მინერალური წყალი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღვლმდენი და შარდმდენი გზების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების, ქრონიკული პანკრეატიტის დროს.

რისთვის არის კარგი და ეფექტური მინერალური წყალი “ძუღური”

0
რისთვის არის კარგი და ეფექტური მინერალური წყალი
#image_title

მინერალური წყალი “ძუღური” ლეჩხუმში მდებარეობს. მოსახლეობის ფართო მასებისთვის ის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე გაცილებით ადრე იყვნენ ინფორმირებული.

დღეისათვის მინერალური წყალი “ძუღური” საფუძვლიანად არის შესწავლილი. ცნობილია, რომ ის დაბალმინერალიზებული წყალია, ამიტომ მისი მიღება, სხვა მინერალურ წყლებთან შედარებით, ჩვეულებრივი სასმელი წყლის მაგივრადაც არის შესაძლებელი.

კვლევების საფუძველზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მინერალურ წყალ “ძუღურს” მიენიჭა სამკურნალო წყლის კატეგორია. მინერალური წყალი “ძუღური” ეფექტურია: დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინადეფიციტური ანემიისა და პოდაგრის დროს. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს, ასევე “ძუღური” კარგია ბავშვებისთვისაც.

ბუნებას საოცარი სიზუსტით აქვს შერჩეული წყალში შემავალი ქიმიური ელემენტები, რომლებიც ერთობლიობაში უნიკალურ რეცეპტს ქმნის. “ძუღურის” შემადგენლობა განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ინსულინის სინთეზს და მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას, არეგულირებს ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და მარილოვან ცვლას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ასეთ უნიკალურ მინარალურ წყალს რატომ არ უკავია ადგილი სხვა ცნობილ მინერალური წყლების ბრენდებს შორის? ამის მიზეზი “ძუღურის” მცირე დებეტია, რის გამოც მის მიმართ კომერციული ინტერესი დაბალია. წყალს იმდენად მცირე დებეტი აქვს, რომ ექსპორტზე მისი გატანა უაზრობაა, უფრო მეტიც, შიდა ბაზრის სრულად უზრუნველყოფისთვისაც არ არის საკმარისი. ამას ისიც ემატება რომ წყლის სათავე ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა და საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზეა. მიუხედავად ამისა, წყალი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანები წყლის სათავემდე ცხენებით ან სპეციალური მანქანებით ადიან, კარვებს შლიან და კვირაობით რჩებიან რათა “ძუღური” დალიონ და იმკურნალონ.

 გამოყენებულია ინტერნეტში არსებული ღია წყაროები.

ვის არ შეუძლია აშშ-ს მწვანე ბარათის შევსება

0
ვის არ შეუძლია აშშ-ს მწვანე ბარათის შევსება
#image_title

მწვანე ბარათის (Green Card) აპლიკაციის შევსების უფლება გარკვეული პირებს არ აქვთ სხვადასხვა მიზეზის გამო. აქ მოცემულია ძირითადი შემთხვევები, როდესაც პირი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს მწვანე ბარათის აპლიკაციისთვის:

დეპორტაციის ისტორია – თუ ადამიანს წარსულში დეპორტაცია აქვს, შესაძლოა არ ჰქონდეს მწვანე ბარათის მიღების უფლება.

კრიმინალური საქმიანობა – პირები, რომლებიც ჩართულები არიან მძიმე დანაშაულებში, მაგალითად, ნარკოტიკების ტრეფიკინგი, ტერორიზმი ან მკვლელობა, არ შეიძლება გახდნენ მწვანე ბარათის მფლობელები.

სამართლებრივი საემიგრაციო წესების დარღვევა – თუ ვინმეს ემიგრაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევა აქვს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის გადაჭარბება, არალეგალური შესვლა, შესაძლოა ეს ხელს უშლიდეს მწვანე ბარათის მიღებას.

ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა – არსებობს გარკვეული დაავადებები ან ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება ავტომატურად გამორიცხავდეს პირის ემიგრაციას აშშ-ში, მაგალითად, აქტიური ტუბერკულოზი ან ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

კავშირი არალეგალურ საქმიანობასთან – არალეგალურ საქმიანობაში ჩართული პირები, როგორიცაა პროსტიტუცია, ადამიანების ტრეფიკინგი ან სხვა სახის არალეგალური ბიზნესები, ვერ გახდებიან მწვანე ბარათის მფლობელები.

უსაფრთხოების რისკი – ადამიანები, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან, ვერ მიიღებენ მწვანე ბარათს.

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

0
#image_title

სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, მარნის კედელზე არსებული კირის ნალესი ჩამოიშალა და გამოჩნდა ორი დიდი ზომის ნახატი, რომელიც, შესაძლოა, ნიკალას დახატული იყოს.
ძველ დროში, ეს სახლი წარმოადგენდა სამიკიტნოს, სადაც იკრიბებოდნენ ველისციხის ბაზრობაზე ჩამოსული ხალხი.
გადმოცემით, სამიკიტნოს სწვევია ნიკალა, რამდენიმე დღე დარჩენილა და მასპინძლის საპატივსაცემოდ მოუხატავს, ღვინის მარნის ერთი კედელი.
კედლის მხატვრობა დაზიანებულია ნესტისგან, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია და საჭიროებს, საკონსერვაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას.
თამაზ მარკოზაშვილი
ისტორიკოსი.

გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VIII საუკუნის ძეგლია

0
გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას
#image_title

გურჯაანის ყველაწმინდა – გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VIII საუკუნის ძეგლია და ქალაქ გურჯაანთან 2-3 კმ-ში, კახთუბანში მდებარეობს.

გურჯაანის ყველაწმინდა გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ქართული არქიტექტურისთვის ეგზომ უჩვეული ფორმის ტაძარი VIII საუკუნეში აშენდა. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკაა საქართველოში. სამშენებლო მასალად რიყის ქვა და აგურია გამოყენებული. დეკორატიული ნაწილები კი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიის გეგმა რთული აგებულებისაა, ცალკეულ ნაწილებში იგი ორსართულიანია.

ტაძრის შიდა სივრცე სწორკუთხა ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა დაყოფილი. გუმბათები თავისი მოხაზულობით ძალზე თავისებურია. გუმბათები შიგნიდან და გარედან რვაწახნაგა შეკრული კამარითაა დაგვირგვინებული. გუმბათის ყელის საყრდენად კი აგურის ჰორიზონტალური რიგების წყობის შედეგად მიღებული ტრომპებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ამ გუმბათებს განათების ფუნქცია არ ჰქონდა. მათში გაჭრილი ერთადერთი სარკმელი სამხრეთითაა.

შიდა სივრცე ამაღლებულია, რასაც ხელს უწყობს დასავლეთით სამ იარუსად წარმოდგენილი თაღნარი. ამათგან ქვედა ერთია და განიერი, ზედა ორი კი წყვილია და ერთმანეთის ზემოთაა განლაგებული. თაღნარის მწკრივს ასრულებს შედარებით მცირე ზომის ერთი თაღი.

რაც შეეხება საკურთხევლის აფსიდს, იგი ოდნავ შემაღლებულია. მის ჩრდილოეთით სამკვეთლო, სამხრეთით კი სადიაკვნეა განთავსებული. მათი შესასვლელი კარები იმავე ნავებშია გაჭრილი.

ნიშანდობლივია, რომ ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი ნავების ზემოთ მეორე სართულია. ისინი მთავარ ნავში დასავლეთით მდებარე თაღოვანი იარუსით იხსნება. ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით ყრუ კედლებითაა გამიჯნული. ორივე ნავის აღმოსავლეთით მცირე ეგვტერებია მოწყობილი.
გურჯანიის ყველაწმინდის ტაძარს დასავლეთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, სწორკუთხა სათავსი – ნარტექსი ეკვრის, სწორედ მასში გაჭრილი კარიდანაა შესაძლებელი მეორე სართულზე მოხვედრა.

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძრის მორთულობა მწირია. სარკმლები შირიმის ქვებითაა მოპირკეთებული. მთავარი დეკორატიული მორთულობა აღმოსავლეთ ფასადს ამკობს. იგი დამუშავებულია თაღოვანი ბრტყელი ნიშებით, რომელიც წინაპერიოდის ძეგლებისგან განსხვავებით, სრულებით ახალ პრინციპს ექვემდებარება. მისი თაღების სიმაღლე ბაზილიკური პროფილის შესაბამისია. შუა თაღში გაჭრილ სარკმელს სწორკუთხა საპირე გარშემოწერს, რომლის თავზე უზარმაზარი ჯვარია აღმართული. ამგვარი დეკორატიული მორთულობით გურჯაანის ყველაწმინდა ერთგვარი წინამორბედია მომდევნო პერიოდის ძეგლთა მკული სახისა.

გურჯაანის ყველაწმინდის ოსტატი თავისი დროის ნოვატორია, რომელიც არ უშინდება მხატვრული ამოცანის სირთულეს. იგი ერთმანეთს კარგად უთავსებს ტრადიციულ ქართულ ხუროთმოძღვრებას და სიახლეებითაც ამდიდრებს მას. თუმცა ე. წ „ორგუმბათიანი სისტემა“ ჩვენში არ განვითარდა. მიუხედავად ამისა, გურჯაანის ყველაწმინდა ვაჩნაძიანის ყველაწმინდასთან ერთად შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთგვარი გამონაკლისია და ამასთან, თავისი დროის ნოვატორად გვევლინება. ამჟამად აღნიშნული ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს მამათა მონასტერი და ღვთისმსახურება აღევლინება.

2025 წლიდან უკვე მესტიის თვალწარმტაც ხედებსაც დაამშვენევს იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო – საკურა (ალუბლის ხე)

0
2025 წლიდან უკვე მესტიის თვალწარმტაც ხედებსაც დაამშვენევს იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო - საკურა (ალუბლის ხე)
#image_title

2025 წელს მესტიის თვალწარმტაც ხედებს იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო, საკურა დაამშვენებს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა ავრცელებს.

პროექტი იაპონიის ალპინისტური კლუბის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიგეგმა და მესტიაში იაპონური ალუბლის ხეების დარგვით მიზნად ისახავს ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გაღვივებასა და კულტურულ მიმოცვლას.

როგორც ცნობილია, 2024 წლის მარტის ბოლოს მესტიას იაპონიის ალპინისტური კლუბის 3 წევრი ეწვია, რათა მესტიაში ხეების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები გამოეკვლიათ და შეეფასებინათ. მესტიის მაღალმთიანი კლიმატისა და ცივი ზამთრის გათვალისწინებით, ხეებს დროებით თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეინახავენ, სანამ მათი უსაფრთხო დარგვა შესაძლებელი გახდება.

ალუბლის ხეების მესტიაში დარგვა 2025 წლის მაისის ბოლოს დაიგეგმა. პროცესში იაპონიის ალპინისტური კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.