ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის – გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
„ჩვენ შევეცდებით, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ პირველ რიგში ცნობისმოყვარეობა“

ჩვენ შევეცდებით, რომ მოსწავლეებმა საბავშვო უნივერსიტეტში ისწავლონ პირველ რიგში ცნობისმოყვარეობა, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ეს არის უპირველესი ამოცანა, რაც დღეს უნდა გააკეთოს უნივერსიტეტმა, სკოლამ და ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
გიორგი ხუბუას განმარტებით, საბავშვო უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც კი სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ.
„ძირითადი მიზანი ამ პროექტის გახლავთ უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის კავშირი იყოს უფრო მჭიდრო, იყოს ორმხრივი. ჩვენ ველოდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უფრო ინტეგრირებულები იქნებიან საუნივერსიტეტო სივრცეში. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს ისეთი პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტში მოსწავლე მოდის მხოლოდ სტუდენტის სტატუსით, არამედ მოვიდეს უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მანამ, სანამ სტუდენტის სტატუსს მიიღებს, გაეცნოს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით საკითხებს, შეხვდეს პროფესურას, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვთავაზობთ მოსწავლეებს საინტერესო ლექციებს, საინტერესო ხალხთან შეხვედრას“, – აღნიშნა ხუბუამ.
მისი თქმით, ცოდნის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა და მოსწავლეები ყოველთვის ასეთი ენთუზიაზმით მივლენ საბავშვო უნივერსიტეტში, დასწრება კი უფრო მრავალრიცხოვანი იქნება.
KIU-მ ჩაატარა მინი გამოკითხვა მოსწავლეებს შორის, რათა პროფესორებს მოეხდინათ იმ საკითხებისა და მოლოდინის იდენტიფიცირება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქვთ უნივერსიტეტის მიმართ.
ხუბუას თქმით, ამ პროცესში უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებაც ბევრ რამეს სწავლობს, რამეთუ ყველაზე რთულ კითხვებს ბავშვები სვამენ.
„საგანმანათლებლოო სივრცე უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და არ უნდა იწყებოდეს სკოლით. ის უნდა იწყებოდეს ბაღით და გრძელდებოდეს უნივერსიტეტით და შემდგომ უნივერსიტეტის შემდგომი სწავლებით, რადგანაც მხოლოდ ასეთი აქტიური სწავლებით, კავშირით და თანამშრომლობით შეიძლება მივიღოთ ისეთი მაღალი დონის განათლება, რომელიც იქნება ადეკვატური იმ თანამედროვე გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგას ზოგადად, განათლების სისტემა და მათ შორის, უნივერსიტეტი“, – აღნიშნა ხუბუამ.
მისი თქმით, მხოლოდ ასე, ამ ფორმით, ასეთი აქტიური კონტაქტით შესაძლებელია წახალისდეს მოსწავლეებში ინტერესი ცოდნის განახლების მიზნით. ხუბუას განმარტებით, მოსწავლეების უნივერსიტეტში მისვლა, გაცნობა საუნივერსიტეტო გარემოსთან, პერსონალთან უდავოდ აფართოებს მათ შემეცნებით შესაძლებლობებს, მათი აზროვნების ჰორიზონტს.
ხუბუა აღნიშნავს, რომ თემატური სპექტრი იქნება ძალიან ფართო, ორიენტირებული მოსწავლეების ინტერესებზე, მაგრამ ამავე დროს ამ საკითხების წრეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის სამეცნიერო კვლევები და შედეგები, რომლებიც ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
„თემატურად ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი. საბავშვო უნივერსიტეტში დაგეგმილი ლექციების ციკლი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ჩვენი პროფესურა წაიკითხავს ლექციებს ძირითადად იმ საკითხებზე, რომელზეც აქ ხორციელდება კვლევა და სწავლება“, – განაცხადა ხუბუამ.
უნივერსიტეტი არ არის შეზღუდული მხოლოდ იმ აკადემიური პერსონალით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშია წარმოდგენილი, – აღნიშნა ხუბუამ. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება მოსწავლეთა ინტერესები, შესაბამისად, იმ საკითხებზე, რომლებიც ცდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევისა და სწავლების საკითხებს მიწვეულნი იქნებიან პროფესორები, ქართული სამეცნიერო საზოგადოების და არა მარტო ქართული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
KIU-ს რექტორმა განმარტა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური საზოგადოების ნახევარზე მეტი არის ძალიან ცნობილი უცხოელი პროფესორი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია, თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ პირველი საჯარო ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხა.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ხუბუამ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„რექტორის თქმით, KIU ახალგაზრდებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს, რაც მათ ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე უნიკალური გამოცდილება დააგროვონ.
პირველ საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა იმერეთის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. წელს მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წელი შესრულდა.
ერეკლეობა, იგივე თელავქალაქობა – კახეთი ტრადიციულ დღესასწაულს მასპინძლობს. თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საფესტივალო ტერიტორიაზე სტუმრები არაერთ საინტერესო, შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებას დაესწრნენ.
თელავის ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მოეწყო თემატური პავილიონები, გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები.
აქტივობები ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყო. ტრადიციულად, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინება წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მთავარ მოედანზე მოწყობილია თემატური პავილიონები. გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები. გამოავლენენ საპატიო თელაველებს.
დღის ბოლოს კონცერტი გაიმართება.
ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია – კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში
ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.
ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია. ის მდიდარია წიწვიანი ტყეებით და მდინარეებით. ბეშუმში გრილი ზაფხული იცის. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.
განსაკუთრებით ხალხმრავლობაა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, რადგან ამ დროს აქ ტრადიციული-სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება, თავისი ადგილობრივი რეწვის ნიმუშებისა და კულინარიული შედევრების გამოფენა-გაყიდვით, შეჯიბრებებით, ცეკვა-თამაშით და დოღით. სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს დოღი.
ბეშუმი გარშემორტყმულია სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით და გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე.

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში გამოიფინება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს.-ის ე. წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერის 18 ნიმუში – იმდროინდელი საქართველოს მკვიდრთა – ბატონიშვილების, თავად-აზნაურთა, სამხედრო პირთა, მოხელეთა და მოქალაქეთა პორტრეტული გალერეა: თეკლა ბატონიშვილის პორტრეტი; ახალგაზრდა გურიელის პორტრეტი; ივანე პეტრეს ძე ივანიძისა და მისი მეუღლის – მაგდალინას პორტრეტი და სხვ.
ქართული ხელოვნების ისტორიაში სხვადასხვა მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული სამყაროები, რაც განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით და პატარა ქვეყნების ბუნებრივი ხვედრით. XVIII ს.-ის II ნახევარსა და XIX ს.-ის I ნახევარში აღმოსავლურ-ისლამურ და ევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოვლინდა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.
მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც, ამიტომაც XIX ს.-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის შეთავსება.
ამ სკოლის წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად ქართული საწყისი – შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია; უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ირანული მხატვრობაც.
ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით ჩასახულმა XVIII ს.-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტმაც. საქართველოში შემორჩენილია ტფილისური პორტრეტული სკოლის 200-ამდე ნიმუში, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა ტიპურობა, ზოგადი და საყოველთაო ხასიათი.
გამოფენა 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს.
“2024 წლის მე-3 კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლორის უნიკალური სახეობების დათვალიერება და მის გამორჩეული წარმომადგენლების გაცნობაა შესაძლებელი. ტბების მიმდებარედ შესაძლებელია დაგეგმოთ 7 სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო, საავტომობილო, ველო და საცხენოსნო ტური.
ეროვნულ პარკში 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველი შეგხვდებათ. ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ.
ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდი – ფარავნის ტბა. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.
ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.
გონიოს ციხე, აფსაროსი – იცით თუ არა რომ …
გონიოს ციხე, აფსაროსი — (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორ გონიოში.
ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გონიო-აფსაროსის I საუკუნის ციხე-სიმაგრე მდებარეობს. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ იყო გაშენებული. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი – ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შესაბამისად, ციხე მოიცავს რამდენიმე ფენას: რომაულს (ძვ.წ. III-IV სს.), ბიზანტიურს (VI-VII სს.) და ოსმალურს (XVI ს.). ამ ყველაფერთან ერთად გონიოს ციხე წარმოადგენდა საქართველოს მეფეების ერთ-ერთ სტრატეგიულ თავდაცვით ობიექტს, რომელიც შეუცვლელი იყო მომხვდურის დასახვედრად.
გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.
ხალხური თქმულებების მიხედვით, ციხის გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოედინებოდა და იქვე მახლობლად ზღვას ერთვოდა. გადმოცემისვე მიხედვით, მდინარეს სანაოსნო მნიშვნელობაც ჰქონდა – აქედან მოსახლეობა ნავებით ართვინში გადადიოდა. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ნაკადი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე წარმოშობილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.
გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ გონიო-აფსაროსის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, ნივთიერი მასალა (კერამიკა, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, იუსტინიანე I-ის მონეტები). განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც, ძირითადად, უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.
გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ციხე გეგმით სწორკუთხედია. მისი სიგრძე 222 მ-ია, სიგანე – 195 მ. მთლიანი ფართობი 4,75 ჰექტარია. ციხის კედლების საერთო სიგრძე 900 მეტრზე მეტია. კედლის სიმაღლე 5 მ-ია; ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული – 7 მ. საძირკვლის სიღრმე 3,5 მ-ს აღემატება. გალავნის კუთხეებთან 4 მთავარი კოშკია აღმართული, რომლებსაც ციხის შიგნით ქვის კიბე ერთვის. ზოგიერთი საეკლესიო წყაროს მიხედვით აფსაროსში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული-მატათა, ხოლო III-IV სს მიჯნაზე, აღნიშნულ ციხეში, ქრისტიანობისთვის წამებული სამხედრო მოხელის, ორენტოსის 2 თანამებრძოლი მიიცვალა.
იცით თუ არა რომ …
გადმოცემის მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე ასვენია მატათა მოციქულის წმინდა ნაწილები. სწორედ ამიტომ, აქ მოციქულის სიმბოლურ საფლავს იხილავთ. ლეგენდა არგონავტების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული აფსაროსის ციხე-სიმაგრესთან, ლეგენდის თანახმად აიეტის შვილი, აფსაროსი, სწორედ ციხის ტერიტორიაზეა დაკრძალული, სწორედ ამიტომ ეწოდა ციხეს აფსაროსის ციხე, ხოლო მოგვიანებით კი გონიოს ციხე.
ციხის ტერიტორიაზე შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა.
ლაგოდეხში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა
ლაგოდეხში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 4 ჰექტარზე ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
პარკში განთავსდა ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, შადრევანი და ფანჩატური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბილიკებს და მოსასვენებელ ადგილებს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.










