შაბათი, სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებისაქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კერძო კომპანიებმა შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში -...

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კერძო კომპანიებმა შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – ITB China 2024 მიიღეს მონაწილეობა

ჩინეთში, შანხაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – ITB China 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეორგოლებს.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

„პირველად ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ITB China 2024-ზე წარდგენა, რადგან ბოლო პერიოდში, ჩვენს სასტუმროში, აქტიურად შეინიშნება ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები. ამას ხელს უწყობს უვიზო რეჟიმის გააქტიურება და ველოდებით უფრო მეტ ტურისტს ჩინეთიდან, რაც ქვეყანას ძალიან წაადგება“, – ამბობს სასტუმრო “პულმანის” წარმომადგენელი ანა ჩოხელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, გამოვარჩევდი ITB Belin-სა და ITB China-ს გამოფენებს. უკვე დაიწყო უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები სრულდება ურუმჩიდან თბილისკენ და როგორც ვიცი იგეგმება სიხშირეების ზრდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ბაზრისთვის. ჩინეთის მოსახლეობა მილიარდ ნახევარია და დიდი ტურისტული ბაზარია, ვცდილობთ მეტი კონტაქტი გვქონდეს და მეტი ურთიერთობა დავამყაროთ“,-აცხადებს კომპანია “ვიესის” დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე.

„დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ტურისტია საჭირო საქართველოში და ამ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს. უვიზო რეჟიმი უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შევეცდებით ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ“, – განაცხადა “ჯორჯიან ჰოლიდეის” წარმომადგენელმა ლალი გიგაურმა.

„ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა და პოტენციურად მზარდია საქართველოსთვის. ეს გამოფენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სადაც შეიძლება საქართველოს წარდგენა, სერვისებისა და პროდუქტების რეკლამირება, რასაც საქართველო სთავაზობს სტუმრებს. უვიზო მიმოსვლა კარგი შესაძლებლობაა, ჩინელმა ტურისტებმა იმოგზაურონ საქართველოში. იმედი მაქვს, ეს გამოფენა წარმატებული იქნება და ჩვენ დიდ ტურისტულ ნაკადებს მივიღებთ საქართველოში“,- ამბობს “კავკასუს თრეველის” წარმომადგენელი გვანცა რაზმაძე.

„პირველად ვიღებთ მონაწილეობას ITB China 2024-ზე. პანდემიამდე აქტიურად ვთანამშრომლობდით ჩინეთის ბაზართან და გვსურს განახლდეს ეს ურთიერთობები და დაუბრუნდეს იმ ნიშნულს. საინტერესო შეხვედრები გვქონდა, იმედი გვაქვს ნელ-ნელა კიდევ უფრო გააქტიურდება თანამშრომლობა. ხელს გვიწყობს ის ფაქტი, რომ პირდაპირი ფრენები გვაქვს, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა. იმედი გვაქვს წარმატებული გამოფენა გამოდგება“, – აცხადებს სასტუმრო “ბილტმორის” წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.

„ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ფრენების სიხშირე საქართველოსა და ჩინეთს შორის. ვფიქრობ, ეს პლატფორმა დაგვეხმარება ტურისტების მოზიდვაში“, – განაცხადა “ჯორჯიან დესთინეიშენ” მენეჯმენტის წარმომადგენელმა ნინო ჭილაძემ.

„უვიზო მიმოსვლა მოტივაციას აძლევს ჩინელ ტურისტებს საქართველოს ეწვიონ, ბევრ ქვეყანაში სჭირდებათ ვიზა და ჩვენს შემთხვევაში ეს დიდი პლუსია. ასევე პირდაპირი ფრენები ურუმჩიდან, რომელიც ყოველდღე სრულდება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ყველაზე შორი წერტილიდან საქართველო ტურისტი 8-9 საათშია, ესეც კარგი პირობაა საქართველოში მოვიზიდოთ ტურისტები ჩინეთიდან“, – განაცხადა “ჯორჯიან ბასის” წარმომადგენელმა შალვა ხუციშვილმა.

შანხაის სამ დღიან ტურისტულ გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

7 სექტემბერი 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები