შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების კონკურსში რეალურმა სურათმა გაიმარჯვა

0

 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების კონკურსში რეალურმა სურათმა გაიმარჯვა. ღონისძიების მიზანი AI-ს მიერ გენერირებული საუკეთესო ფოტოს გამოვლენა იყო, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ტიტულის მფლობელი ხელოვანი გახდა, რომელმაც ობიექტივში სანაპიროზე მყოფი ფლამინგო ასახა.

ფოტოგრაფის ფსევდონიმი მაილს ასტრაია. მან ფოტო ნიდერლანდებში, არუბაში გადაიღო. როგორც თავად ამბობს, კონკურსში მონაწილეობით სურდა, დაემტკიცებინა, რომ ადამიანის ხედვა და შესაძლებლობები უნიკალურია და მას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნამუშევარი ვერ გადაწონის.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. 2023 წლის აპრილში ფოტოკონკურსში გამარჯვებულმა აღიარა, რომ სურათი ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და პრიზზე უარი თქვა. გერმანელი ფოტოგრაფი, ბორის ელდაგსენი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, Sony World Photography Award-ის მონაწილე იყო. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო მან ფოტოგრაფიის მომავლის შესახებ დისკუსიის წამოსაწყებად გამოიყენა და მსოფლიოს დაანახა, რომ რეალურ სურათსა და AI-ის მიერ დამუშავებულს შორის სხვაობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

რადგანაც ფოტოკონკურსში მონაწილეობა ელდაგსენისათვის ერთგვარად ექსპერიმენტული იყო, გამარჯვების შემდეგ მან თავადვე გაამხილა სიმართლე. “AI და ნამდვილი ფოტოგრაფია ერთმანეთს უკვე ეჯიბრება, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ჯილდოს მფლობელი არ უნდა გახდეს, ამიტომ მე უარს ვამბობ პრიზზე”, – თქვა მან.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით პროცესში მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი უნდა იყოს და არა ადამიანის ჩამნაცვლებელი. მათთვის AI-ის მიერ გენერირებული ნამუშევრები ღირებული არაა. ამასთან, უკვე დაწყებულია მსჯელობა საავტორო უფლებების საკითხზეც – თუ რამდენად სამართლიანია AI-ის გაწვრთნა ადამიანის მიერ შექმნილი მოდელებით და უქმნის თუ არა ეს ყველაფერი საფრთხეს ჩვენს კრეატიულობასა და შემოქმედებითობას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით დასრულდა

0
„სხვა საქართველო სად არის“

მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა. პროექტის ოფიციალური სპონსორი იყო „არემჯი“.

კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციას ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.

„სხვა საქართველო სად არის“ უკვე მე-8 წელია იმართება. წლევანდელი კონკურსის შესარჩევი ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი გუნდები და სოლო შემსრულებლები იღებდნენ. შემსრულებლებს ცნობილი ქართველი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.

„ფესტივალი 2016 წლიდან ტარდება ქალაქ მარნეულში. თავიდან კონკურს-ფესტივალზე მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონი იყო წარმოდგენილი, დროთა განმავლობაში კი გავფართოვდით და მაგალითისთვის წელს, ფესტივალში 17 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

იდეა წამოვიდა სურვილიდან, პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული სიმღერისთვის; აქ, რა თქმა უნდა, მოიაზრებიან ჩვენი მეგობრები ეთნიკური უმცირესობებიდან და პროექტიც ქვემო ქართლიდან დავიწყეთ, რადგან სწორედ აქ არის წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების უმეტესი ნაწილი.

ჩვენი ჟიურის წევრები არიან გამორჩეული კომპოზიტორები, მომღერლები, მუსიკოლოგები და ა.შ. იმედი გვაქვს ჩვენი ფესტივალი კიდევ დიდხანს იარსებებს და გააერთიანებს უკვე საქართველოს ყველა რეგიონს“, – განაცხადა მაია ჯამალაშვილმა, ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა; თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგმა.

ინდივიდუალურ ნომინაციაში გამომსვლელებმა ქართული საესტრადო სიმღერები შეასრულეს, ხოლო ანსამბლების ნომინაციაში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი და ქართული საგუნდო ნაწარმოებები.

„არემჯის“ რჩეული გახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ფოლკლორული ანსამბლი „იალნო“, რომელთაც კომპანიისგან სპეციალური საჩუქარი გადაეცათ. ფესტივალის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა გრან-პრის მფლობელი – სტუდია “არტისტის” ანსამბლი საჩხერიდან.

„პროექტს „სხვა საქართველო სად არის“ წელს შევუერთდით და ფესტივალის მთავარი სპონსორები ვართ. ძალიან სასიხარულოა, როცა ახალგაზრდები და მოზარდები ასე გულიანად მღერიან ქართულ რეპერტუარს, ხალხურ ნაწარმოებებს და ავითარებენ, ხელახლა ახალისებენ მათ. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ერთგულად ვუჭერთ მხარს.

მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში.“ – ზურაბ დევდარიანი, „არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

„არემჯი“ ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას, კულტურასა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერისას უზრუნველყოფს მათ თანხვედრას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – „დედაბრული ხელი“

0
ქალების მიერ შექმნილი „დედაბრული ხელი“

ქართულში სამი ანბანია – ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. სინამდვილეში არსებობს კიდევ ერთი ქართული ანბანი, რომელიც არსებული ანბანების მოდიფიკაციას წარმოადგენს და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტას თუ სმენია.

დედაბრული ხელი – ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

Სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გავრცელებული “ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი” ქართული მხედრული დამწერლობის მოდიფიცირებული ვერსიაა. ამ ანბანით წერდნენ საიდუმლო წერილებს, ავგაროზებსა და კარაბადინებს.

სპეციალისტების აზრით, დედაბრული ხელი შექმნეს ქალებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული ანბანი, ვინაიდან დედაბრული ხელი სამივე მათგან აერთიანებს. ვარაუდობენ, რომ დედაბრული ხელი საიდუმლო მიმოწერისთვის შეიქმნა და ოსმალთა ბატონობის დროს ქართული ენის დასაცავად გამოიყენებოდა.
ჯერ ბოლომდე შეუსწავლელი დედაბრული ხელის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს, თუმცა დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება. ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით.

თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი შექმნა უნდა უკავშირდებოდეს ოსმალთა ბატონობას, ვინაიდან საგანმანათლებლო კერა აჭარაში აღარ არსებობდა, ქალებმა სპეციალური ასოები შექმნეს კულტურის გადასარჩენად და პოლიტიკური მიმოწერის გასაიდუმლოების მიზნით.

თუმცა, შემდეგ დედაბრული ხელით დაწერილი წერილებით აგრძელებდნენ ოჯახები ერთმანეთთან ურთიერთობას. როდესაც აჭარიდან მუჰაჯირად წასულებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ქობულეთელ მუჰაჯირებთან, ისინი პირად წერილებში სწორედ დედაბრულ ხელს იყენებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო მას უწოდეს ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყველა ასეთი წერილი წინაპრებს საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული და ძალიან იშვიათად ანდობდნენ სხვას.ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით.

სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.
დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.

დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობები. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ზედმეტად ჩართულია ნუსხური, უ, ი ან სხვა ასოები. ანის, განის, ენისა და სხვა ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს.

დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება; მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
ალავერდი - სტიქიური მოვლენა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.

სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარული ხაჭაპური და გოზინაყი Tasteatlas-ის 100 საუკეთესო სნექის სიაშია

0

გამოცემა Tasteatlas-მა 100 საუკეთესო სნექის რეიტინგი განაახლა.

რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.

ჩვენთვის სასიხარულოა რომ ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: აჭარული ხაჭაპური და გოზინაყი.

ხაჭაპური რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილზეა.

წყარო

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”

0
ევროპის ჩემპიონატი

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”, „მამაცი ქართველები”, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის” – ეს კომენტარები უცხოელ გულშემატკივრებს ეკუთვნით. ისინი აღნიშნულ კომენტარებს ევრო 2024-ის ფეისბუკის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ წერენ. ასობით კომენტარი მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ამ სტატიას უნდა გაეცნოთ 🌊

0
სასტუმრო ტყუპები

თუ ამ ზაფხულს ზღვაზე დასვენებას ქობულეთში გეგმავთ, ამ სტატიას უნდა გაეცნოთ 🌊

გაგაცნობთ კურორტ ქობულეთში კეთილმოწყობილ კერძო სექტორში ზღვასთან ახლოს მყუდრო სასტუმროს 《ტყუპები》🌊✨️

ბინები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით – არია 2-3-4-5 საწოლიანი ოთახები.

“გვესტუმრეთ, თქვენ გელით სასიამოვნო, თბილი გარემო და დაუვიწყარი დასვენება” 
დარეკეთ ნომერზე: 599 390460 – რეზო 📱

   

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

0
ახალი ტერმინალი

საქართველოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია – მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტი.

ყველაზე დაუვიწყარი და მომაჯადოებელია სვანეთის მშვენება, მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

სვანეთისთვის რელიეფი ერთ–ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ვიზიტორებისთვის, სვანეთის მრავალფეროვნება ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დაუვიწყარ თავგადასავლებს პირდება. კავკასიონის მთებთან მდებარე ულამაზეს კუთხეში თავმოყრილია ისტორიული ადგილები, ზამთრის კურორტები და გასაოცარი არქიტექტურული ნიმუშები.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

მიმდინარე წლის აპრილში, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია „Green Studio“ აღმოჩნდა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

ახალი აეროპორტის პროექტზე, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.

“მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი.

“უახლოეს მომავალში Green Studio წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

მესტიას ძველი აეროპორტი – მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ემსახურება. ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტს აქვს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის ზომებია 850 მ X 30 მ. ხელოვნური საფარის ტიპს კი ცემენტ-ბეტონი შეადგენს.

მშენებლობის პროექტზე რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობდა და დასაქმებული იყო 300-მდე ადამიანი. მისი მთავარი არქიტექტორი იურგენ მეიერ-ჰერმანი გახლავთ. აეროპორტის მშენებლობა დაახლოებით 8 მილიონი დაჯდა. საბოლოო სახე მან 2010 წლის დეკემბერში მიიღო და მგზავრთა მიღებაც ამ დროიდან დაიწყო.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

მესტიის აეროპორტი, მისი ორიგინალური და შთამბეჭდავი არქიტექტურის გამო, მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაშია და მას “ქართული სასწაული” უწოდეს.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

ზამთრის პერიოდში აეროპორტი 1-მოტორიან თვითმფრინავებსა და მცირე, 18 ადამიანის ტევადობის სამგზავრო თვითმფრინავებს იღებს. ზაფხულის პერიოდში კი აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

2023 წლის მონაცემებით, თამარ მეფის სახელობის აეროპორტით, დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები“

0
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ.

ქობულეთის შემდეგ პრაქტიკულ-თეორიული სწავლება ბათუმში მიმდინარეობს. ტრენინგის მონაწილეები პროფესიონალი ღვინის მცოდნეებისგან ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის (დაჭაშნიკების) წესებს, ღვინის ისტორიასა და ღვინის როლს ტურიზმში ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის შემდეგ ტრენინგებს ქედასა და ხელვაჩაურში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.

მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვისაც, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

0

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში!

ტურისტული ობიექტი ბარ რესტორანი და გესთჰაუსი – “სადგური” ასურეთში ელიზაბედტალის უბანში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელების მიერ აშენდა.

 „სადგური“ ასურეთში

„ფუნქციურად სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო, რომელიც მოგვიანებით კომუნისტებმა გადაკეთეს ფუნქციაც შეუცვალეს, ხოლო ჩვენამდე ნანგრეების სახით მოვიდა. დღეს ერთადერთი რაც ყცვლელად შენარჩუნდა ეს მისი სახელია “სადგური”, დანარჩენი კი ყველაფერი შეიცვლა, მოეწყო ინფრასტრუქტურა და უკაცრიელი და დანგრეული ტერიტორია ევროპულ სოფელს დაემსგავსა“.

გიორგი ბარათაშვილი“ –  „სადგურის“ დამფუძნებელი

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.