კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

„უნიკალური ქართული გემო“ შემოდგომას თბილისში შეეგება

0
თბილისის შემოდგომის აგრობაზარი ქართული ტრადიციული პროდუქტებით
შემოდგომობით თბილისში ღია ცისქვეშ ბაზრობები და გასტრონომიული ღონისძიებები ქართული ტრადიციული სოფლის მეურნეობის უნიკალურ ნაწარმს წარმოაჩენს. ადგილობრივი ფერმერების ნიშური პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

2024 წლის 14-15 სექტემბერს, თბილისის დედაენის ბაღში, მე-18 აგრობაზარმა „უნიკალური ქართული გემო“ კვლავ იზეიმა ქართული სოფლის მეურნეობის უნიკალურობა და საქართველოს რეგიონებში დამზადებული ნიშური პროდუქტები წარადგინა.

ღონისძიება – „უნიკალური ქართული გემო“ ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში FAO-ს ორგანიზებით განხორციელდა. აგრობაზრის მიზანს ღონისძიების მონაწილე ფერმერების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია წარმოადგენს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციების გამომხატველი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის წარმოჩენის გზით.

აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ 60-მა მონაწილემ წარადგინა რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტი, ალკოჰოლური სასმელები, ტკბილეული, თაფლი, ჯემები და სხვა კულინარიული ნაწარმი. მწარმოებელთა უმრავლესობა ასევე დაესწრო სურსათის უვნებლობის ტრენინგს, რომელიც FAO-ს სურსათის უვნებლობის უფროსმა ექსპერტმა – სალომე გიგაშვილმა ჩაატარა. საგანმანათლებლო შეხვედრაზე აგრობაზრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ზოგადი მოთხოვნებისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკების შესახებ. მათ ასევე გაიგეს მეტი ეტიკეტირებაზე, რაც პროდუქტის კვებითი ღირებულების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ FAO, შვედეთისა და ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში აგრობაზრის მონაწილეებს საკუთარი პროდუქტის კვებითი ღირებულების დადგენაში ეხმარება, რათა მათ ეტიკეტების შექმნა შეძლონ. 2024 წლის ბოლოს, FAO გეგმავს, რომ აგრობაზრის “უნიკალური ქართული გემო” მონაწილეების წარმოებულ სურსათზე სრულყოფილი საეტიკეტო ინფორმაცია იყოს დატანილი, ღონისძიების მონაწილეთა კონკურენტუნარიანობის დასაზრდელად.

აგრობაზრის მონაწილეების უმეტესობა საქართველოში, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული პროექტების ბენეფიციარია. მათ თანადაფინანსების გრანტები მიიღეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ან მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთნენ.

„ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ფერმერებსა და მწარმოებლებს საკუთარი წარმოების გაუმჯობესებაში ახალი დანადგარების, მეთოდოლოგიებისა და კარგი პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობით. სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობისა და ტურისტების ნდობისა და ლოიალურობის მოსაპოვებლად. მიხარია, რომ ნიშური პროდუქტის ამდენი მწარმოებელი, მოწადინებულია აღნიშნული სტანდრების საკუთარ პრაქტიკაში ინტეგრაციით და ამგვარად, მომხმარებლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მდიდარი მემკვიდრეობის აღმოჩენის შესაძლებლობის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.

„აგრობარზრის“ უნიკალური ქართული გემოს მეშვეობით, ჩვენ 70 მწარმოებელს მივეცით ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ღონისძიების წარმატება მასში მონაწილეთა მიერ მიღწეული შედეგებით აისახება. მათ გაყიდვები მინიმუმ 15 პროცენტით გაზარდეს, ხოლო კოლექტიური შემოსავალი – 35 პროცენტით. ტრენინგებისა და კომერციული პლატფორმად ჩამოყალიბებული აგრობაზრით, ვაგრძელებთ იმის დემონსტრირებას, რომ მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების, უნიკალური და უვნებელი პროდუქტი ნამდვილად მოთხოვნადია საქართველოს ბაზარზე“, – ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.

 გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა.

0
 გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა.
#image_title

 გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები.

#image_title
#image_title
#image_title

პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე.

შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

0
#image_title

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. ეს სეზონი განთქმულია ბუნების საოცარი ფერებით, სუფთა ჰაერით და შედარებით ნაკლები ტურისტებით.

თუ ფიქრობთ სადღესასწაულო მოგზაურობაზე ან მცირე გაქცევაზე, შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის

შემოდგომა

1. შესანიშნავი ამინდი
შემოდგომა გამოირჩევა ზომიერი ტემპერატურით, რაც მოგზაურობას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. თუ ზაფხულის სიცხემ გადაგღალათ ან ზამთრის სიცივისთვის არ ხართ მზად, შემოდგომის სუფთა ჰაერი და ნაზი ამინდი იდეალური პირობებია ქალაქების ან ბუნების სამოგზაუროდ.

2. ფერწერული პეიზაჟები
შემოდგომა განთქმულია ბუნების ფერებით—მიწის ტონები, ოქროსფერი, წითელი და ნარინჯისფერი ფოთლები. მთები, ტყეები და პარკები გადაჰქცევენ საოცარ სურათებს, რაც იდეალური ფონია ფოტოსესიისთვის ან უბრალოდ ბუნებაში სასეირნოდ. ყველაზე ცნობილმა ტურისტულმა ადგილებმა, როგორიცაა ალპები, კანადა და იაპონია, განსაკუთრებული ხიბლი შემოდგომაზე იძენს.

3. ნაკლები ტურისტი
ზაფხულისგან განსხვავებით, შემოდგომაზე ტურისტული ნაკადები იკლებს, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, უკეთესად და უფრო მშვიდად დატკბნენ პოპულარული ადგილებით. ეს საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ხალხმრავალი ქუჩები და გრძელი რიგები მუზეუმებში, რესტორნებსა თუ პარკებში.

### 4. **დაბალი ფასები**
შემოდგომაზე ფასები ჩვეულებრივ იკლებს როგორც სასტუმროებში, ასევე ავიაბილეთებზე. ეს სეზონი ცნობილია “საშუალო სეზონის” ტარიფებით, რაც მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. თუ ზაფხულში არ შეძელით დასვენება, შემოდგომა გთავაზობთ უფრო იაფ ვარიანტებს მაღალი დონის სერვისით.

5. კულინარიული სიამოვნება
შემოდგომა არის დრო, როცა ბევრ ქვეყანაში კულინარიული ფესტივალები ტარდება. ეს არის სეზონი, როცა ახალი მოსავალი იკრიფება და ბაზრები ივსება ნატურალური და ტრადიციული პროდუქციით. მოგზაურობის დროს შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, რომლებიც სეზონურ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული—ვაშლი, ყურძენი, გოგრა და სხვა შემოდგომის პროდუქტები.

შემოდგომა შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, რადგან ის გაერთიანებს კომფორტულ ამინდს, საოცარ პეიზაჟებს, დაბალ ფასებს და ნაკლებ ტურისტს. თუ მოგზაურობისთვის იდეალურ დროს ეძებთ, ეს სეზონი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ დაისვენოთ და გაიმდიდროთ თქვენი გამოცდილება.

ნეკრესის მონასტერი: საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლი

0
ნეკრესის მონასტერი: საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლი
#image_title

ნეკრესის მონასტერი: საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლი

ნეკრესის მონასტერი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მახლობლად, კახეთში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი საქართველოში. იგი მდებარეობს ნეკრესის ნაქალაქარის თავზე, ტყით შემოსილ ფერდობზე, ე. წ. ნაზვრევ გორაზე.

ნეკრესის მონასტერი: ისტორიული მიმოხილვა

ნეკრესის მონასტერი დაარსა მეფე ფარნაჯომმა ძვ. წ. II-I საუკუნეებში. IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, რომელიც VI საუკუნეში აბიბოს ნეკრესელის მიერ იქნა დამკვიდრებული. აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და შემდგომი წლები ნეკრესის ეპარქიის მღვდელმთავრობაზე გაატარა. მისი მღვდელმთავრობა დაემთხვა საქართველოსთვის რთულ პერიოდს, როდესაც სპარსელები ცდილობდნენ მაზდიანობის გავრცელებას, რის წინააღმდეგაც აბიბოსი აქტიურად იბრძოდა.

ნეკრესის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსი

ნეკრესის მონასტერი მოიცავს შემდეგ ნაწილებს:

  • უძველესი მცირე ეკლესია
  • ღვთისმშობლის შობის სამეკლესიიანი ბაზილიკა
  • მთავარანგელოზთა ეკლესია
  • წმინდა გიორგის ეკლესია
  • ეპისკოპოსის პალატი
  • მარანი
  • კოშკი
  • სატრაპეზო
  • მცირე სამლოცველოები
  • ბერთა სენაკები
  • საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები

მონასტრის გალავანი და მისი მნიშვნელობა ისტორიულად ძალიან დიდი იყო. ნეკრესიდან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე.

ნეკრესის მონასტერი და კულტურული მემკვიდრეობა

ნეკრესის მონასტერი ცნობილი იყო თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ იღვწოდნენ ცნობილი მღვდელმთავრები, როგორებიც იყვნენ დოსითეოს ჩერქეზიშვილი და ზაქარია მიქაძე. XIX საუკუნეში, პოეტ-დიაკონი მოსე და სხვა პიროვნებები ეწეოდნენ სამწერლო საქმიანობას ნეკრესში.

შენახვა და რეკონსტრუქცია

XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ნეკრესის მონასტრის მეცნიერული შესწავლა. 1940-1950 წლებში ჩატარებულ იქნა კომპლექსზე დაცვითი და გამაგრებითი სამუშაოები, რაც იმ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო ძეგლის შენარჩუნებისა და დაცვისთვის.

ნეკრესობა: ტრადიციები და რიტუალები

ნეკრესის მონასტერში ყოველწლიურად 7 იანვარს, ქრისტეშობის ღამეს, იმართება სახალხო დღესასწაული ნეკრესობა. ეს დღესასწაული უნიკალურია იმით, რომ შესაწირ ცხოველთან და ფრინველებთან ერთად, ღორსაც სწირავდნენ. მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების თანახმად, ლეკების ერთ-ერთი შემოსევის დროს, მონასტერი ალყაში მოექცა, და მას შემდეგ, რაც მტერმა ალყა მოხსნა, ადგილის გათავისუფლების სიხარულისთვის ღორი შეწირეს.

ისტორიული მნიშვნელობა და დღევანდელობა

ნეკრესის მონასტერი დღემდე წარმოადგენს ქართული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. მისი არქიტექტურული კომპლექსი და ისტორიული მნიშვნელობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ცნობილი იყოს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ჯეიმი ოლივერის მომზადებული ხაჭაპური-მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავის მორიგი ვიდეო რგოლები ქართული კერძების შესახებ

0
ჯეიმი ოლივერის მომზადებული ხაჭაპური-მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავის მორიგი ვიდეო რგოლები ქართული კერძების შესახებ
#image_title

ბრიტანელი შეფ მზარეული ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ 9 წუთიან, 1:30 წუთიან და 15 წამიან ვიდეორგოლებს ავრცელებს. საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ჯეიმი ოლივერმა ხაჭაპურისა და სალათის საკუთარი ვერსია მოამზადა.

საქართველოში  ჩემი მოგზაურობისას ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური, ეს არის ქართული ეროვნული კერძი, რომელიც საუკეთესო ცომეულია. მე ჩემი ინსპირაციით მოვამზადე ხაჭაპური, გამოვიყვანე ჩემი ფავორიტი ბრიტანული და ირლანდიური ყველი. ვფიქრობ ეს კერძი  ხალხს ახარებს, ჩემი გვერდის ბმულზე კი რეცეპტს იპოვით“,-წერს ჯეიმი ოლივერი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელი შეფ-მზარეული, მთელ მსოფლიოს  საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს მედია პლატფორმებით და სოციალური ქსელებით აცნობს.

ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. მსოფლიო  შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

 

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო

0
აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო
#image_title

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო, – ინფორმაციას აჭარის ტურმიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო.

„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდებიან. კრიტერიუმები საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი. მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ბმულზე შეუძლიათ. აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3 – 6 თვის განმავლობაში განხორციელდება.

სტატუსის მინიჭების შემდეგ, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს დაეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას. პროექტში რეგისტრაცია დაწყებულია. წლის ბოლომდე, აჭარას უკვე ექნება „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

0
საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
#image_title

საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – 2024 წლის აბიტურიენტის ცნობარი 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს და აბიტურიენტებს მიმართავს:

“გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი 2024 წლის ცნობარის განახლებულ ვერსიას. დოკუმენტში ასახულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის მოცემულია განახლებული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ”, – განმარტავს NAEC-ი.

აბიტურიენტთა ცნობარში გამოსაცდელი აგრეთვე გაეცნობა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს. კერძოდ:

აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);აკრედიტაციის ვადები;გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).გახსოვდეთ, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული არ არის.

რიყის პარკი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის

0
რიყის პარკი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის
#image_title

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის – პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის

რიყე – მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდებს შორის, არ იყო განაშენიანებული გასული საუკუნის 30–იან წლებამდე, რასაც თბილისის 1735, 1800 1828 წლების გეგმები ადასტურებენ. ამ ადგილზე გადიოდა ავლაბრის კარიდან ავჭალისკენ მიმავალი გზა. შემდგომში აქ მტკვრის მარცხენა ტოტი გამეჩხერდა, დაშრა და სახელდახელოდ გამაგრებული სანაპირო საცხოვრებელი სახლებით განაშენიანდა. მდინარის ადიდებისას რიყე იტბორებოდა, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც მოსდევდა. აქ მრავლად იყო დუქნები და სხვადასხვა (ხარაზების, მჭედლების, მკალავების) სახელოსნოები. სამწუხაროდ რიყის უბანი 1973 წელს დაანგრიეს. ადგილს კი მაინც შერჩა ძველი სახელწოდება.

რიყის პარკი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა, რომ საქართველოს რუკის ფორმა.

„მშვიდობის ხიდი“ შესულია სიაში „30 გასაოცარი ხიდი, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურულ შედევრებს.”

აქ მოსასვლელი მეორე გზა მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ავლაბრიდან  ფეხით შეგიძლიათ მისვლა.

პარკიდან  საბაგიროს მგზავრები გადაჰყავს მტკვრის თავზე, ნარიყალას ციხესიმაგრესთან.

2012 წლის 23 ივნისს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა შეემატა.

საბაგირო საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაპროექტდა და აშენდა. პროექტი იტალიურმა კომპანია LEITNER-მა განახორციელა.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და მასზე მოძრაობს 7 გონდოლა. საბაგირო გზა სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გახსნიდანვე გახდა პოპულარული, როგორც თბილისელებისთვის, ასევე, განსაკუთრებით ქალაქის სტუმრებისა და ტურისტებისთვის, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საბაგირო გზა მდებარეობს თბილისის ისტროულ, ტურისტებისთვის საყვარელ ადგილას და მისი გონდოლებიდან დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.

გახსნის დღიდან დღემდე, რიყე-ნარიყალას საბაგირო სულ 12.5 მლნ მგზავრს მოემსახურა.

რიყის პარკში არიან მხატვრებიც, რომლებიც გთავაზობენ პორტრეტებსა და დროებით სვირინგებს. ზაფხულობით რიყის პარკში ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაც ეწყობა, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ ნამუშევრები, არამედ შეიძინოთ კიდეც. ოქტომბერში რიყის პარკში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი დღესასწაული თბილისობა, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ტრადიციული საკვები საქართველოს ყოველი კუთხიდან, რაც არა მხოლოდ გემრიელი, აგრეთვე ერთ-ერთი ულამაზესი ღონისძიებაა.

ნარიყალა  თბილისის ისტორიული ციტადელი, მთა­ვარი ციხეა. ქართულ წყაროებში იწოდება „დედა ციხედ“. ტერმინი ნარიყალა სპარსული წარმომავლო­ბისაა და ციხეს XVII ს-ში ეწოდა. ნარიყალას ემჩნევა IV-XVIII სს-ის არაერთი რეკონსტრუქციის კვალი. ბო­ლო რესტავრაცია ნარიყალას 2000 წ. ჩაუტარდა. აღად­გინეს წმ. ნიკოლოზის ტაძარი და ციხის გალავა­ნი. ნარიყალას ციხიდან ძველი და ახალი თბილისის ულამაზესი ხედები იშლება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „რიყეობა“ აღნიშნეს

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „რიყეობა“ აღნიშნეს
#image_title

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაულ „რიყეობას“ სხვადასხვა თაობის ოლიმპიური ჩემპიონები დაესწრნენ. „რიყეობაზე“ სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან ერთად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა.

დღესასწაული „რიყეობა“ წელს მეოთხედ ჩატარდა. ღონისძიება ცნობილი სპორტსმენის, ამავე სოფლის მკვიდრის ავთანდილ გახოკიძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. გახოკიძე ლაშა ტალახაძის და სხვა ცნობილი სპორტსმენების მწვრთნელია. სოფელ რიყეში 5 მსოფლიო ჩემპიონი აღიზარდა.

გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ელენე ფოჩხუასა და მარიამ ალავიძის კონცერტით დაიხურა. ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული დეკანოზმა შალვა კეკელიამაც მიულოცა.

ბათუმი ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

0
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
#image_title

19-22 სექტემბერს, ბათუმი ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

#image_title
ტრადიციულად ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.
#image_title
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
#image_title
ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრფცელებს.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.