ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1935 წ. / ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი შეიქმნა 1995 წელს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და  მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი 107,649 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია. ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი ზღვის დონიდან 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 ფლორა

- Advertisement -
Ad imageAd image

აღკვეთილის ტერიტორიაზე, ნარიანის ველსა და ტაბაწყურის ტბის სანაპირო ზოლში განვითარებულია ჭაობის მცენარეულობა, რომელიც დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აღკვეთილის ტერიტორიაზე სივრცობრივად ყველაზე დიდი ფართობები მდელოს მცენარეულობას უკავია, რომელიც მთლიანად მეორადი წარმოშობისაა და ნაირგვარი მოდიფიკაციებიის სახითაა წარმოდგენილი. აღკვეთილის ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია მთის სტეპები, დეკიანი და ფრაგმენტულად, სუბალპური ტყეები, რომლებიც ძირითადად შექმნილია მაღალმთის მუხით, წიფლით და ლიტვინოვის არყით.

ფაუნა

ბორჯომ — დეტალები

ისევე როგორც ჯავახეთის სხვა ტბებისთვის, ტაბაწყურის ტბისთვისაც დამახასიათებელია გარეულ ფრინველთა სიუხვე. გადაფრენის პერიოდში ტაბაწყურის ტბა და მისი შემოგარენი ნაირგვარი მტაცებელი, წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფრინველი გარიელი, იგივე თეთრფრთიანი გარიელა (Melanitta fusca), რომელიც შესულია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო (IUCN)-ის “წითელ ნუსხაში” და საქართველოში მხოლოდ ტაბაწყურის ტბაში არსებულ კუნძულზე ბუდობს.

READ  კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით

ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა ძირითადად წარმოდგენილია 9 სახეობით. აქ გვხვდება კარჩხანა, მტკვრის ნაფოტა, ასევე დაფიქსირებულია კავკასიური ღორჯოს (Neogobius melanostomus) არსებობაც.

- Advertisement -
Ad imageAd image

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში გავრცელებულია ამფიბიების 6 სახეობა და რეპტილიების – 10 სახეობა. მათ შორის აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta) შესულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

აღკვეთილის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ძუძუმწოვრების 45 სახეობა. აქ წარმოდგენილია: ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti), ნერინგის ბრუცა (Nannospalax nehringi), წავი (Lutra lutra), მგელი (Canis lupus), მელა (Vulpes vulpes), ჭრელტყავა  (Vormela peregusna), მაჩვი (Meles meles), ფოცხვერი (Lynx lynx), ნაცრისფერი ზაზუნელა (Cricetulus migratorius)  და სხვა

წყარო:

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. 24 მაისი, 2026. https://shenidasveneba.ge/ბორჯომ-ხარაგაულის-ეროვნ-2/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c-2/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network