საქართველოში გხშირდება საეჭვო SMS შეტყობინებები ამანათების შესახებ. ვითარდება მითები და ყალბი წარმოდგენები ამ თაღლითობების შესახებ.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია

პროფ. გიორგი ფხაკაძე

როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან, რა არიის პრევენციის გზები და თუ მაინც გავხდით თაღლითების მსხვერპლი, როგორ უნდა მოვიქცეთ – ამ საკითხზე „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით თაღლითობის შემთხვევები. მან მოუწოდა მოქალაქეებს, უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულები არ გახსნან და პერსონალური მონაცემები არ გააზიარონ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მაინც გახდა კიბერთაღლითობის მსხვერპლი, ქარჩავას თქმით, მან სასწრაფოდ უნდა დაბლოკოს საბანკო ბარათი, ან დაუკავშირდეს მომსახურე კომერციულ ბანკს.

„ჩვენ რაიმე განსაკუთრებულთან არ გვაქვს შეხება, მსგავსი თაღლითური შეტყობინებები მუდმივად არის. თუ ადრე ელ. ფოსტაზე იღებდნენ შეტყობინებებს, უკანასკნელ პერიოდში ეს შემთხვევები SMS-ის სახითაა გახშირებული. სცენარი ტიპურია – შესაძლოა სატრანსპორტო, ან საფოსტო გადამზიდავის სახელით მიიღოს მომხმარებელმა შეტყობინება, რომ მის სახელზეა ამანათი გამოგზავნილი, ამ ამანათის მისაღებად კი მოუწოდებენ შეტყობინებაში არსებულ მავნე ბმულზე გადასვლისკენ და შემდეგ უკვე ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას. ხშირ შემთხვევაში ეს არის, ინტერნეტ ბანკის მონაცემები. მსგავსი ტიპის შეტყობინებები უნდა უგულებელვყოთ. ზოგადი პრაქტიკა და პრევენციული ქმედებაა ის, რომ არ მივყვეთ მესამე მხარის მოწოდებას. უნდა მივაქციოთ ვებგვერდის დასახელებას ყურადღება. თუ მომხმარებელს ეჭვი გაუჩნდა, რომ მონაცემები შეიყვანა თაღლითურ ვებგვერდზე, აუცილებლად უნდა გამოცვალოს პაროლი, დაუკავშირდეს ბანკს და განაცხადოს სავარაუდო თაღლითურ გვერდზე მონაცემების განთავსების თაობაზე. თუკი მომხმარებელმა შეიყვანა საბარათე მონაცემები, რაშიც ჩვენ ვგულისხმობთ ბარათის სრულს ნომერს, ბარათის მოქმედების ვადას და ბარათის ნამდვილობის სამნიშნა კოდს, ამ შემთხვევაში უმალვე უნდა დაბლოკოს ბარათი. თუ ეს ორივე არხი მომხმარებლისთვის მოუწვდომელია, უნდა დაუკავშირდეს მომსახურე კომერციულ ბანს და დააბლოკვინოს ეს ბარათი. იმ ანგარიშზე, სადაც მომხმარებელს ბარათი აქვს დამზადებული და ამ ბარათს სისტემატურად იყენებს ონლაინ შესყიდვებისთვის, ამ ბარათზე განათავსეთ მცირე ოდენობის თანხა, რომელიც საჭიროა კონკრეტული ნივთის შესაძენად ან ყოველდღიური საჭიროებისთვის“, – განაცხადა ქარჩავამ.

READ  ნახეთ, რა დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის დარბაზულ სახლებს
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია. 27 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/როგორ-უნდა-მოიქცეთ-თუ-მიი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network