როგორ მოიქცეთ, თუ შემთხვევით მეტროს რელსებში ჩავარდით
არ მიუახლოვდეთ საკონტაქტო რელსს
ბევრმა არ იცის, რომ მეტროში მატარებელი ორ ჩვეულებრივ სარკინიგზო რელსზე უბრალოდ მოძრაობს და იკვებება მესამე, საკონტაქტო რელსით, რომელიც ბაქანის კედელზე, მარცხნივ, მატარებლის გასწვრივ მდებარეობს. არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ მას! ძაბვა იქ 825 ვოლტია და ამ რელსთან შეხება გარდაუვალი სიკვდილია. ნუ ეცდებით ბაქანზე კედლის მხრიდან ასვლას!
არ მიიღოთ დახმარება სხვა მგზავრებისგან
ნუ ეცდებით პლატფორმაზე დამოუკიდებლად ასვლას. თუ ვინმე ზემოდან გაგიწვდით ხელს, უარი თქვით დახმარებაზე: საკონტაქტო ლიანდაგიდან დენი ორივეს დაგარტყამთ, და პირიქით: თუ თქვენ, ბაქანზე მდგომი, ინციდენტის თვითმხილველი იყავით, ნუ მოიქცევით გმირულად და ნუ ეცდებით მსხვერპლს მკლავებით მოზიდვას.
გაიქეცით მატარებლის სვლის მიმართულებით
თუ ისე მოხდა, რომ ლიანდაგზე აღმოჩნდით და მატარებელი ჯერ არ მოდის, მაშინ მოშორდით პლატფორმას და გაიქეცით მატარებლის სვლის მიმართულებით. პორტალებთან (მატარებლის პლატფორმიდან გვირაბში შესვლის ადგილი) არის კიბე, რომელიც ამოგიყვანთ ბაქანზე. იქ მეტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახებია. მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაგეხმარებიან პლატფორმაზე მოხვედრაში.
დაწექით რელსებს შორის
თუ ლიანდაგზე აღმოჩნდებით და უკვე ხედავთ მოახლოებულ მატარებელს და მისგან თავის დაღწევის საშუალება არ გაქვთ, მაშინვე დაწექით პირქვე ლიანდაგში. რელსებს შორის ჩაღრმავებულ ადგილას. თუ ზურგჩანთა ან ჩანთა გიკეთიათ, სასწრაფოდ მოიხსენით, რომ მატარებელს არ გამოედოს. თქვენ უნდა დაწვეთ თავით მოახლოებული მატარებლის მიმართულებით – წინააღმდეგ შემთხვევაში, ტანსაცმელი შეიძლება გაიბეროს ჰაერის ნაკადით და მატარებელს გამოედოს. ეს ადგილი გათვლილია ისე, რომ მატარებელი არ შეგეხოთ. ამიტომ, სხეულის პოზიცია უნდა დააფიქსიროთ სწორად და მშვიდად იწვეთ. თქვენ არაფერი მოგივათ!
დაელოდეთ დახმარებას
მას შემდეგ, რაც მატარებელი წავა, დაელოდეთ მეტროს თანამშრომლებს, რომლებიც დაგეხმარებიან უსაფრთხოდ ამოსვლაში. ან მოიქეცით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
რაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზესაქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314