კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი – გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

0
ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი - გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა -
#image_title

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.

33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი. დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი. ამდენად, შეიძლება ითქვას რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“, – აღნიშნა მინისტრმა რეაბილიტირებული გზის მონახულების შემდეგ.

რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა (კმ13-კმ32.6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში კი, გურიაში არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.

ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში

0
ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში
#image_title

ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, თუმცა ვიზიტორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს.

ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში:

სასტუმრო ,,დუენდე’’ ლაგოდეხში

ტყიანი ეზო, ნომრები ტყეში და მდინარე ნინოს პირას მდგარი კოტეჯი დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

კარავი სასტუმრო ამბროლაურში

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ტყეში ჩაფლული…

ჰეშკილის ქოხები

ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფელ ჰეშკილში რამდენიმე ქოხია, რომელთაგანაც ერთ-ერთი პირდაპირ ხეზეა განთავსებული, ზუსტად ისე როგორც ზღაპრებში. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ეს ნომერია.

მეხუთე სეზონი

სასტუმრო ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე მდებარეობს. მისი შემქმნელი გელა არაბულია, რომელმაც სასტუმროს სახელი მეგობრის, ალუდა ქეთელაურის ხსოვნის საპატივცემულოდ დაარქვა.

27 სექტემბერს, პირველად, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

0
პირველად, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
#image_title

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს. 27 სექტემბერს, პირველად, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

„ხელი შევუწყოთ ხვალინდელი დღის მშვიდობას დღევანდელი მოგზაურობით. მოდით 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმს მშვიდობის სიმბოლური როლი მივცეთ. საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადი ტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა და გლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ“, – წერია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში.

მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შქმერში არის შესანიშნავი ბუნების ძეგლი- უნიკალური კარსტული მღვიმე

0
შქმერში არის შესანიშნავი ბუნების ძეგლი- უნიკალური კარსტული მღვიმე
#image_title
შქმერში არის შესანიშნავი ბუნების ძეგლი – უნიკალური კარსტული მღვიმე, უშოლთიდან ორიოდე კილომეტრში.
შქმერი არის შესანიშნავი ბუნების ძეგლი. აქ იღებს სათავეს მდ.ბნელეთურა.
ულამაზესი დარბაზებისა და გვირაბების საერთო სიგრძე 2 კმ-ს აღემატება, სადაც უხვადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. (შესასწავლია)
წყარო: ონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი/Oni Tourist Information Center

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება

0
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
#image_title

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ა(ა)იპ „არქეოლოგიური ასოციაცია“.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით კასპის რაიონის სოფლების – იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურის მარჯვენა ნაპირთან წამომართულ გრაკლიან გორაზე უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.

ამჟამად მიმდინარეობს გათხრები I, III, IV და V ტერასებზე. ასევე, მიმდინარეობს პირველ ტერასაზე N4 თხრილში მდებარე N1-N2 სახლების პრეპარაცია და გამოვლენილია ძვ. წ. II საუკუნის პირველი ნახევრის შენობების ნგრევის კვალი, თუმცა ამ ორ ნაგებობას შორის შემორჩენილია ვიწრო „ქუჩის“ ნაშთიც, რაც, შესაძლოა, სამოსახლოს რეგულარულ დაგეგმარებაზე მიუთითებდეს.

გრაკლიანი გორის მეოთხე ტერასაზე მიმდინარეობს წარწერების სინქრონული – ძვ. წ. X საუკუნის ორი ძლიერ დაზიანებული შენობის შესწავლა, ხოლო V ტერასაზე მთავრდება ცერემონიული დარბაზის გათხრა. აქ გამოვლინდა საკურთხეველზე დასვენებული მცირეწლოვანი ბავშვის სამარხი, დარბაზის აღმოსავლეთით კი – ძვ. წ. VII საუკუნეში გარდაცვლილი ქალის სამარხი.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს ელექტორნულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ა(ა)იპ „არქეოლოგიური ასოციაცია“. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად გამოყო 50 000 ლარი.

სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.

ინფორმაციისთვის: 2022-2023 წელს საველე სამუშაოები მიმდინარეობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით.

გრაკლიანი გორა უიშვიათესი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც აღმოჩენილია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთები ქვის ხანიდან (დმანისის სინქრონული ნაშთები) ქრისტიანობამდე.

გრაკლიან გორაზე გაკეთდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური აღმოჩენა – გაითხარა ძვ. წ. X საუკუნის წარწერებიანი ტაძარი. ეს არის საქართველოში უძველესი წარწერები. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და ქვეყნის ინტელექტუალური პროგრესის შესახებ წარმოდგენა და საქართველო უდიდესი ცივილიზაციების გვერდით დააყენა.

2015 წელს გრაკლიან გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

0
ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები
#image_title

ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომლებიც ბალნეოლოგიური მიზნით და სამრეწველო ჩამოსხმისთვის გამოიყენება.
მინერალური წყლების ყველაზე პოპულარულ სახეობებზე გიამბობთ.

თერმული და მინერალური წყლების უნიკალური თვისებები ძველი დროიდან არის ცნობილი — ადგილობრივი მცხოვრებნი მათ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ.

მრავალი თერმული და მინერალური წყაროს ბაზაზე საკურორტო ზონებია გახსნილი. სანატორიული მკურნალობა საქართველოში, სადაც რბილი კლიმატია, სუფთა ჰაერი, თერმული წყაროები და სამკურნალო ტალახი — ევროპის კურორტებზე ძვირადღირებული დასვენების შესანიშნავი ალტერნატივაა.

„ბორჯომი”

„ნაბეღლავი”

„საირმე”

„ბაკურიანი”

„ლუგელა”

„ზვარე”

წყალტუბო

შოვი

„ლიკანი“

„მიტარბი“

„ბახმარო“

„ძუღური“

ბათუმის დელფინარიუმი – ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი

0
ბათუმის დელფინარიუმი - ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი
#image_title

ბათუმის დელფინარიუმი – ზღვისპირა ქალაქ ბათუმში

ბათუმის დელფინარიუმში თქვენ ნახავთ დელფინების საოცარ წარმოდგენას. ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა.

დელფინების შოუ ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ სანახაობაში დელფინები  მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. დელფინებთან ინტერაქტივის ხანგრძლივობა 15 წუთია.

ბათუმის დელფინარიუმი ზამთრის სეზონშიც აქტიურად მართავს წარმოდგენებს.

ბათუმში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დელფინარიუმი, ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ჟრიამულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინების საოცარ წარმოდგენა. თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე საინტერესო ნომერს, ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს და მრავალ შთამბეჭდავ ნომერს.

დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს.  ბათუმის აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივითა კვლავ გაიხსნა და იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად.

დელფინარიუმის ამფითეატრი 4 სექტორისაგან შედგება და 887 მაყურებელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ცაზე იშვიათი მოვლენა, 7 მზე გამოჩნდა

0
ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ცაზე იშვიათი მოვლენა, 7 მზე გამოჩნდა.
#image_title

ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ცაზე იშვიათი მოვლენა, 7 მზე გამოჩნდა.

იშვიათი მოვლენა, 7 მზე – მოვლენის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული მოვლენა ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ლამინირებული სინათლის გარდატეხისა და არეკვლის გამო ჩნდება.

აღნიშნული მოვლენა ჩინეთის ცაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩანდა, რამაც ადგილობრივებს საშუალება მისცა იშვიათი მოვლენა სხვადასხვა რაკურსით გადაეღოთ.

7 მზე ცაზე ერთდროულად გამოჩენა ფენომენალური მოვლენაა, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ფენების უიშვიათესი გარემოებების შედეგად. ეს მოვლენა, რომელსაც “მზიური მრავალფეროვნება” უწოდეს, ქალაქ ჩენდუში მოხდა და ქმნის მიმზიდველ ციურ შოუს.

 

#drpkhakadze

თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში – თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია

0
თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში - თეთრა მღვიმე - 30 000 წლის ისტორია
#image_title

თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში –  წყალტუბოში; თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია

იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?

,თეთრა მღვიმეს“ ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი, მათ შორის, პირველყოფილი ადამიანის ძვლები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღები, როგორიცაა სპილენძის ისრის პირი. ეს უნიკალური აღმოჩენები მიუთითებს საქართველოს უძველეს სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიაზე.

სპელეოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა

„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.

ღვინის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები

მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია და ჭარბტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ „თეთრაში“ შექმნა სპეციალური საცავი და დაძველების სივრცეები, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმერულ ღვინოს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის იმერული ღვინოები და შეიძინონ ისინი.

გიდი-სომელიეების ჯგუფი და ტური

ტურის ფარგლებში მღვიმის დათვალიერებასთან ერთად ჩვენი გიდი- სომელიების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიის შესახებ და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს. ტურის ფარგლებში თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიაზე, შეისწავლით მღვიმის უნიკალურობას და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.

მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ

საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • მღვიმის შემეცნებითი ტური – 15 ლარი
  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6-18წელი) – 7 ლარი
  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6 წლამდე) – უფასო
  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (1 სთ.) – 20 ლარი
  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (6-18წელი) -10 ლარი
  • ღვინის ტური სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით – 25 ლარი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

სამუშაო დღეები: ყოველდღე

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.