მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – „დედაბრული ხელი“

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ქართულში სამი ანბანია – ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. სინამდვილეში არსებობს კიდევ ერთი ქართული ანბანი, რომელიც არსებული ანბანების მოდიფიკაციას წარმოადგენს და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტას თუ სმენია.

დედაბრული ხელი – ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

Სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გავრცელებული “ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი” ქართული მხედრული დამწერლობის მოდიფიცირებული ვერსიაა. ამ ანბანით წერდნენ საიდუმლო წერილებს, ავგაროზებსა და კარაბადინებს.

სპეციალისტების აზრით, დედაბრული ხელი შექმნეს ქალებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული ანბანი, ვინაიდან დედაბრული ხელი სამივე მათგან აერთიანებს. ვარაუდობენ, რომ დედაბრული ხელი საიდუმლო მიმოწერისთვის შეიქმნა და ოსმალთა ბატონობის დროს ქართული ენის დასაცავად გამოიყენებოდა.
ჯერ ბოლომდე შეუსწავლელი დედაბრული ხელის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს, თუმცა დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება. ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი შექმნა უნდა უკავშირდებოდეს ოსმალთა ბატონობას, ვინაიდან საგანმანათლებლო კერა აჭარაში აღარ არსებობდა, ქალებმა სპეციალური ასოები შექმნეს კულტურის გადასარჩენად და პოლიტიკური მიმოწერის გასაიდუმლოების მიზნით.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუმცა, შემდეგ დედაბრული ხელით დაწერილი წერილებით აგრძელებდნენ ოჯახები ერთმანეთთან ურთიერთობას. როდესაც აჭარიდან მუჰაჯირად წასულებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ქობულეთელ მუჰაჯირებთან, ისინი პირად წერილებში სწორედ დედაბრულ ხელს იყენებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო მას უწოდეს ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყველა ასეთი წერილი წინაპრებს საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული და ძალიან იშვიათად ანდობდნენ სხვას.ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით.

READ  სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში, რატომ მესტია?  - დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია 

სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.
დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.

დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობები. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ზედმეტად ჩართულია ნუსხური, უ, ი ან სხვა ასოები. ანის, განის, ენისა და სხვა ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს.

დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება; მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – „დედაბრული ხელი“. 26 ივნისი, 2026. https://shenidasveneba.ge/მეოთხე-ქართული-ანბანი-რო/

სტატიის ციტირება
ანა დოლიძე. მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – „დედაბრული ხელი“ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 ოქტ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d/
shenidasveneba.ge
author avatar
ანა დოლიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network