ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების კონკურსში რეალურმა სურათმა გაიმარჯვა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების კონკურსში რეალურმა სურათმა გაიმარჯვა. ღონისძიების მიზანი AI-ს მიერ გენერირებული საუკეთესო ფოტოს გამოვლენა იყო, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ტიტულის მფლობელი ხელოვანი გახდა, რომელმაც ობიექტივში სანაპიროზე მყოფი ფლამინგო ასახა.

ფოტოგრაფის ფსევდონიმი მაილს ასტრაია. მან ფოტო ნიდერლანდებში, არუბაში გადაიღო. როგორც თავად ამბობს, კონკურსში მონაწილეობით სურდა, დაემტკიცებინა, რომ ადამიანის ხედვა და შესაძლებლობები უნიკალურია და მას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნამუშევარი ვერ გადაწონის.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. 2023 წლის აპრილში ფოტოკონკურსში გამარჯვებულმა აღიარა, რომ სურათი ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და პრიზზე უარი თქვა. გერმანელი ფოტოგრაფი, ბორის ელდაგსენი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, Sony World Photography Award-ის მონაწილე იყო. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო მან ფოტოგრაფიის მომავლის შესახებ დისკუსიის წამოსაწყებად გამოიყენა და მსოფლიოს დაანახა, რომ რეალურ სურათსა და AI-ის მიერ დამუშავებულს შორის სხვაობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

რადგანაც ფოტოკონკურსში მონაწილეობა ელდაგსენისათვის ერთგვარად ექსპერიმენტული იყო, გამარჯვების შემდეგ მან თავადვე გაამხილა სიმართლე. “AI და ნამდვილი ფოტოგრაფია ერთმანეთს უკვე ეჯიბრება, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ჯილდოს მფლობელი არ უნდა გახდეს, ამიტომ მე უარს ვამბობ პრიზზე”, – თქვა მან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით პროცესში მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი უნდა იყოს და არა ადამიანის ჩამნაცვლებელი. მათთვის AI-ის მიერ გენერირებული ნამუშევრები ღირებული არაა. ამასთან, უკვე დაწყებულია მსჯელობა საავტორო უფლებების საკითხზეც – თუ რამდენად სამართლიანია AI-ის გაწვრთნა ადამიანის მიერ შექმნილი მოდელებით და უქმნის თუ არა ეს ყველაფერი საფრთხეს ჩვენს კრეატიულობასა და შემოქმედებითობას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

Contents
READ  რა ხდება თბილისში აპრილში – საუკეთესო ღონისძიებების სია
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების კონკურსში რეალურმა სურათმა გაიმარჯვა. 28 ივნისი, 2026. https://shenidasveneba.ge/ხელოვნური-ინტელექტის-მიე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების კონკურსში რეალურმა სურათმა გაიმარჯვა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network