#image_title

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, ოჯახური ღვინის მარნის „ლაგაზის“ წარმომადგენელი შოთა ლაგაზიძე.

„ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს და ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.

„ეს პროექტი ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახებში წარმოებული პროდუქტებით მასპინძლობენ სტუმრებს. ეს ხელს უწყობს ასეთი ობიექტების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. ჩვენთვის, მომავალში ეს ნიშნავს მეტ სტუმარს და მადლობას ვუხდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. თუშეთიდან ვარ წარმოშობით და თავიდანვე ავიღეთ ეს ნიშა, რომ ჩემი კუთხისთვის დამახასიათებელი, ადგილობრივი კერძები ჩაგვესვა მენიუში, რაც შეგვიძლია ყველაზე კარგად მოვამზადოთ, ჩვენი კერძები განსხვავებულია და ყველა რესტორანში ვერ დააგემოვნებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ეს პროექტი დაგვეხმარება, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“, – აცხადებს პროექტის მონაწილე შოთა ლაგაზიძე.

„მზისკარი“ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“. 20 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ტურიზმის-ეროვნული-ადმინ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network