16-17 ნოემბერს გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის – გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა:
16 ნოემბერს, სოფელ ჩოხში ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე.
ჩატარდება დოღი;
ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება;
მამა თეოფანე (წიკლაური) გადაიხდის მწერლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს;
17 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები მაყურებელს წარუდგენენ თეატრალურ წარმოდგენას მწერლის შემოქმედების შესახებ.
ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია წარმოადგენს მონო სპექტაკლს – „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები.“
ღონისძიებაზე დამსწრე მსახიობები წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან ნაწყვეტებს.
საღამოს გაუძღვება თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.
19:00 საათზე, ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, ანსამბლი ურსა გამართავს სოლო კონცერტს.
გთხოვთ, მობრძანდეთ.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314