სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, მარნის კედელზე არსებული კირის ნალესი ჩამოიშალა და გამოჩნდა ორი დიდი ზომის ნახატი, რომელიც, შესაძლოა, ნიკალას დახატული იყოს.
ძველ დროში, ეს სახლი წარმოადგენდა სამიკიტნოს, სადაც იკრიბებოდნენ ველისციხის ბაზრობაზე ჩამოსული ხალხი.
გადმოცემით, სამიკიტნოს სწვევია ნიკალა, რამდენიმე დღე დარჩენილა და მასპინძლის საპატივსაცემოდ მოუხატავს, ღვინის მარნის ერთი კედელი.
კედლის მხატვრობა დაზიანებულია ნესტისგან, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია და საჭიროებს, საკონსერვაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას.
თამაზ მარკოზაშვილი
ისტორიკოსი.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
მესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314