ალმასის სასახლე.
ჭონქაძის 11.
სახლი აშენდა XIX საუკუნეში, მაშინდელი გუდოვიჩის ქუჩაზე (ამჟამად ჭონქაძის ქ. N11).
თავდაპირველად შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გაიმართა.
საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა.
ალმასის — დეტალები
დღეისთვის, სადარბაზოს გარდა, შენობის მხოლოდ ერთ ოთახში შემორჩა უვნებლად ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
საქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314