აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, ყველასთვის ცნობილი, როგორც NASA, საშობაოდ ახალ ფოტოს აქვეყნებს. “შობის ხის კლასტერი”, – ასე ეწოდება ვარსკვლავთა წყობას, რომელიც საახალწლო ნაძვის ხეს ძალიან ჰგავს.
კლასტერი ირმის ნახტომში, დედამიწიდან დაახლოებით 2 500 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ის ვარსკვლავების ახალგაზრდა ჯგუფს მოიცავს, რომელთა ასაკი 1-დან 5 მილიონ წლამდე მერყეობს.
„მწვანე ფერი ხილული სპექტრის სინათლითაა წარმოდგენილი. ფოტო 2024 წლის ნოემბერში ასტროფოტოგრაფმა მაიკლ კლოუმ, არიზონაში გადაიღო. საოცარი კლასტერი საახალწლო მარადმწვანე ნაძვს მოგვაგონებს”, – ვკითხულობთ პოსტში.
#drpkhakadze #აქხარისხია
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
კახეთი — ღვინო და მემკვიდრეობა, 3 დღე€690 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზეყაზბეგი — 2-დღიანი მთის მოგზაურობა€390 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314